logo_geo
რატომ უნდა გქონდეს საქმიანი დღიური: 5 ნაბიჯი პროდუქტიულობის გასაზრდელად
- +

21 ნოემბერი. 2020. 17:47

 

 

თუ აწარმოებ საქმიან დღიურს, ეს იმას ნიშნავს, რომ საინტერესო ცხოვრება გაქვს!

 

არ არსებობს საქმიანი ადამიანი, საქმიანი დღიურის გარეშე! ის თითქმის პირადი მდივნის როლს ასრულებს. მართალია, ტექნოლოგიები უსწრაფესად ვითარდება, მაგრამ ვერც ერთმა გაჯეტმა ვერ შეძლო საქმიანი დღიურის განდევნა ბაზრიდან. - გაინტერესებთ, რატომ?

 

როდესაც საკუთარი აზრები გონებიდან ფურცლებზე გადაგაქვს, ახდენ ფიქრების, იდეების, მიღწევების, გეგმების, წარმატებების და შესწავლილი მასალების დოკუმენტაციას.

 

რაშია დაგეგმვის სარგებელი:

 

ამოცანები სტრუქტურირებულია და გონება თავისუფლდება ზედმეტი ინფორმაციის დამახსოვრების საჭიროებისგან;

მეტი შედეგი მოკლე დროში;

დროის რესურსი

ხელით დაწერილი ტექსტი ბევრად ეფექტურად გამახსოვრდება და აზრებიც უფრო ორგანიზებულად გიყალიბდება;

გეგმის დღიურში დაფიქსირებით, არაცნობიერად მის შესრულებას ცდილობ;

თავიდან აიცილებ შფოთვას, რომ რაღაც შეიძლება დაგავიწყდეს;

დააგენერირებ იდეებს;

საქმიანი დღიური ძალიან კარგი საჩუქარია კლიენტებისთვის და კოლეგებისთვის.

 

  1. სწორად დასახეთ მიზნები

 

რთული იქნება დღიურში გრძელვადიანი მიზნების ფორმულირება, ამიტომ შედარებით მოკლევადიანიდან დაიწყეთ. უახლოესი 3 ან ექვსი თვის პერიოდი. მიზანი უნდა გიბიძგებდეთ მოქმედებისკენ და უნდა იყოს კონკრეტული. პირველ რიგში, საჭიროა მათი სეგმენტირება სფეროების მიხედვით (პირადი ცხოვრება, კარიერა, თვითგანვითარება). შედეგად, ბიზნეს დღიურში ყალიბდება მთელი სისტემა, რომელიც ხელმძღვანელობს ყოველდღიური დაგეგმვის პროცესს. შესამჩნევი შედეგების მისაღწევად, ჩაწერეთ კვირის, ან თვის შედეგების, გააანალიზეთ განუხორციელებელი გეგმების მიზეზები. შეარჩიეთ ისეთი დღიური, რომელიც დანომრილია კვირის დღეების შესაბამისად და აქვს კალენდარული სისტემა.

 

  1. ყოველდღიური დავალება

 

თქვენს დღიურში ჩაწერეთ 2-4 სავალდებულო დავალება, რომელიც ყოველდღე უნდა შესრულდეს. ეს ხელს უწყობს რიტმის შენარჩუნებას და გეგმის მიხედვით მოქმედებას.

 

  1. განტვირთვა

 

თანამედროვე საქმიან დღიურებში იპოვით ცნობილი ადამიანების საინტერესო და საჭირო გამონათქვამებს, საინტერესო ფაქტებს და გასაფერადებლებს, რომლებსაც ანტისტრესული ფუნქცია აქვს. ასეთი გასაფერდებლები დაგეხმარებათ განტვირთვაში.

 

  1. ერთფეროვნების თავიდან აცილება

 

არსებობს დავალებები, რომელთა შესრულება საჭირო არ არის კონკრეტულ დროს. დაგეგმვაში დატოვეთ ადგილი სპონტანური საქმიანობისთვისაც.

 

  1. პოზიტიური აზროვნება

 

კარგი მოვლენების პოვნა ყოველდღე შეიძლება. ჩაწერეთ ისინი თქვენს საქმიან ჟურნალში. ეს დაგეხმარებათ კონცენტრირება მოახდინოთ წარმატებებსა და მიღწევებზე, და არა წარუმატებლობებზე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი