logo_geo
ეს აქამდე არავინ იცოდა! ჯეჯილის სასწაული თვისება...
- +

3 აპრილი. 2017. 02:27



ამერიკაში მცხოვრები ბულგარელი პროფესორი, ექიმი და გენეტიკოსი ქრისტო მერმერსკი, რომელიც 63 ქვეყნის 200-ზე მეტ უნივერსიტეტში ასწავლიდა, წლების მანძილზე იკვლევდა მარცვლოვანებს, მათ შორის ხორბალს. მისმა სამეცნიერო კვლევებმა სრულიად მოულოდნელად შედეგი მოგვცა - მათი წყალობით გამოვლინდა ჯანმრთელობის რეცეპტი, რომელიც უიმედო ავადმყოფებსაც კი ეხმარება.


რეცეპტის მთავარი ინგრედიანტი ახლად ამოსული ჯეჯილია.

 

ჯეჯილის საოცარ თვისებებზე ჯერ კიდევ უძველეს დროში იყო ცნობილი. სხვადასხვა კულტურებში მას იყენებდნენ უამრავი დაავადებისთვის. მერმერსკი ამტკიცებს, რომ ეს პროდუქტი ასუფთავებს არტერიებსა და სისხლძარღვებს, იცავს გულს დაავადებებისგან, აქრობს ქვებს თირკმელებში, აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და კიბოს პროფილაქტიკასაც კი ახდენს.


ჯეჯილის საოცარ თვისებებზე წერს ასევე მკვლევარი ენი ვაგმორი: „ექსპერიმენტულმა მუშაობამ, რომელიც 20 წლის მანძილზე მიმდინარეობდა, მთლიანად დაამტკიცა ჯეჯილის - ამ სიცოცხლის, ამ ბუნებრივი ელექსირის მასტიმულირებელი მოქმედების ეფექტურობა ადამიანის ორგანიზმის განვითარების კოორდინაციაზე ნებისმიერ ასაკში, ნივთიერებათა ცვლის ორგანიზაციასა და ნერვულ სისტემაზე."


 

ჯანმრთელობის რეცეპტი:


400 გ. ხორბლის მარცვალი მოათავსეთ მინის ჭურჭელში. იმისათვის, რომ მარცვალმა აღმოცენება დაიწყოს, დაასხით წყალი ისე, რომ სითხის დონე ხორბალზე 3 სმ-ით მაღლა იყოს. დატოვეთ ხორბალი 12 საათით. შემდეგ გადაიტანეთ მარცვალი ცხაურაზე, გარეცხეთ, გაამშრალეთ და დატოვეთ. 24 საათში ამოსვლას დაიწყებს.


პროფესორი ამბობს, რომ ეს საუკეთესო რეცეპტია, ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, რომელიც დაგეხმარებათ მთელი ორგანიზმის მუშაობის გაუმჯობესებაში და შეგმატებთ ძალასა და ენერგიას.

 

 


ინგრედიენტები:


15 ლიმონი

12 კბილი ნიორი

1 კგ. ნატურალური თაფლი

400 გ. აღმოცენებული ხორბალი

400 გ. ნიგოზი


დააქუცმაცეთ აღმოცენებული ხორბალი, ნიგოზი, ნიორი და 5 ლიმონი (კანიანად). ყველაფერი ერთად ჯამში აურიეთ. დარჩენილი 10 ლიმონიდან წვენი გამოწურეთ და დაამატეთ სხვა ინგრედიენტებს. კარგად აურიეთ. დაამატეთ თაფლი. ისევ კარგად აურიეთ და გადაიტანეთ ქილებში. მიღებული მასა შედგით მაცივარში 3 დღით.

 

კიბოსა და სხვა დაავადებების პროფილაქტიკისთვის აღნიშნული ნაზავის რეგულარულად მიღებაა საჭირო - დღეში 3-ჯერ 2 სუფრის კოვზი, სასურველია ჭამამდე 30 წუთით ადრე.


წყარო http://ww.ge

 

 

big_banner
არქივი