logo_geo
7 წყენა , რომელსაც ბავშვი მთელი ცხოვრება ვერ ივიწყებს
- +

28 ნოემბერი. 2020. 13:26

 

 

 

 

დაპირების შეუსრულებლობა

 

სიტუაცია, როდესაც ბავშვს ვპირდებით მისთვის ძალიან სასურველს დაბადების დღეზე, მაგალითად ლეკვს... ბავშვი უკვე არჩევს სახელს, გეგმავს მასთან ერთად თამაშს, მაგრამ ხდება ისე რომ სხვა რაიმეს ვჩუქნით, რადგან გეგმები გვეცვლება. ამ დროს ბავშვი თავს ძალიან ცუდად გრძნობს, მას არ უნდა სხვა რაიმე, უნდა ის, რასაც ელოდება, თუნდაც უმნიშვნელო ნივთი, მაგრამ სასურველი. ეს წყენა მას დიდხანს გაყვება...

 

 

 

ბავშვის პრობლემას უმნიშვნელოდ ვთვლით.....

 

მაგალითისთვის, თქვენს შვილს არ უნდა ბაღში წასვლა. კითხეთ მიზეზის შესახებ, მაგრამ არ გპასუხობთ, თქვენს არ გახსოვთ, რომ წინა დღით თქვენი სვილი ბაღიდან ნაწყენი მოვიდა და ცდილობდა ეთქვა თქვენთვის რა მოხდა, მაგრამ თქვენ ვერ მოიცალეთ სალაპარაკოდ. ის, შესაძლოა გაანაწყენეს ბაღში, მაგრამ თქვენ არ გეცოდინებათ, რადგან არ დაინტერესდით თქვენი შვილის უხასიათობის მიზეზით. თქვენთვის ეს ხომ უმნიშვნელოა, რადგან ის ბავშვია და პრობლემა არაა სერიოზული? ასე ფიქრობთ?

 

ცდებით! ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსმენდნენ და მხარს უჭერდნენ მშობლები.

 

მშობლები წყვეტენ ვინ იქნება მათი შვილი

 

მამა გოგონას ხედავს მოცეკვავედ, ბიჭს ეკონომისტად. მაგრამ გოგონას უყვარს

 

მშენებლობები და ბიჭს ხატვა. მამა ფიქრობს, რომ "მამაკაცური საქმიანობა" გოგოს არ შეეფერება და ძალის დატანებით მიჰყავს ცეკვის წრეზე, ბიჭს კი არც დაატარებს ხატვაზე.

 

ზოგჯერ მშობლები სწორად ხედავენ, მაგრამ მთავარია მივცეთ შვილებს იმ კუთხით განვითარების უფლება, რისი ნიჭიც აქვს. სხვა შემთხვევაში ცვენ შვილებს "ფრთებს მოვაჭრით" და არასწორ გზაზე დავაყენებთ. ეს კი მათ ემახსოვრებათ.

 

«შენ რომ არა მე…»

 

ადამიანები მიდრეკილნი არიან წარუმატებლობა სხვას გადააბრალონ.

 

ზოგჯერ ფრაზა, რომ ბავშვის გარეშე უკეთესად ვიქნებოდით, წამოგვცდება ხოლმე. ბავშვი ამას იმახსოვრებს და გულს სტკენს.

 

ძალიან ბევრი სამუშაო

როცა სამუშაოს გამო ბავშვისთვის დრო არ გრჩებათ, ეს საკმაოდ მძიმედ განიცდება ბავშვის მიერ. მან არ იცის ხარჯები, მან იცის რომ დედა მასთან არაა. მას ჰგონია, რომ დედას და მამას მასთან ყოფნა არ უნდა. ამიტომ, ყველა თავისუფალი დრო უნდა დაუთმოთ ბავშვს.

 

გაუმართლებელი ინვესტიციები

 

”გირო სკუტერი გიყიდე და შენ ისეთი უმადური ხარ და სამიც კი მიიღე!” - ამ ფრაზსა არ ექნება საგანმანათლებლო ეფექტი. სხვა დროს ის დამალავს ცუდ ნიშანს, თან თქვენგან წყენა ემახსოვრება.

 

«ნიკა უკეთესია»

 

ბავშვი უნდა შეადაროთ ისევ მის თავს, როცა უკეთესი იყო და არავითარ შემთხვევაში ვინმე სხვას. საკუთარ თავთან შედარება, მას არ ეწყინება, სხვასთა

წყარო : wyaro
big_banner
არქივი