logo_geo
5 საინტერესო სამეცნიერო ფაქტი, რომელიც სკოლაში, რატომღაც, არ გვასწავლეს
- +

28 ნოემბერი. 2020. 17:44

 

 

 

 

სკოლაში ვეცნობით მეცნიერების ბევრ საინტერესო და განმაცვიფრებელ მხარეს, იქნება ეს ელემენტების პერიოდული სისტემა, დნმ-ის გაორმაგება, აინშტაინის ფარდობითობის თეორია თუ სხვა. სკოლაში მიღებული ცოდნა გვიქმნის ერთგვარ საძირკველს, რაზე დაყრდნობითაც ვაგრძელებთ სწავლას და მოღვაწეობას განათლების უფრო მაღალ საფეხურებზე.

 

ქვემოთ მოყვანილი გასაოცარი სამეცნიერო ფაქტები კი ჩვენთვის სკოლაში არასდროს უსწავლებიათ, არადა, კარგი იქნებოდა, ესწავლებინათ.

 

  1. წყალი შეიძლება ერთდროულად დუღდეს და იყინებოდეს

 

 

 

ამ მოვლენას ეწოდება წყლის "სამმაგი წერტილი". ამ დროს წნევა და ტემპერატურა ისე ემთხვევა ერთმანეთს, რომ ის შესაძლებელს ხდის სამი სხვადასხვა აგრეგატული მდგომარეობის (აირი, სითხე და მყარი ნივთიერება) ერთდროულად არსებობას.

 

  1. წყლის ნაკადს შეუძლია, ლაზერის სხივები ჩაიჭიროს

 

 

 

როდესაც სინათლის სხივი წყლიდან, რომელიც არის მაღალი ოპტიკური სიმკვრივის მქონე გარემო, მოძრაობს ჰაერისკენ, რომელიც არის დაბალი ოპტიკური სიმკვრივის მქონე გარემო, ხოლო დაცემის კუთხე კი ცდება გარკვეულ ზღვარს, სინათლის სხივი სრულად აირეკლება და ის არ გადადის სხვა გარემოში. ამ მოვლენას სრული შიდა არეკვლა ეწოდება, ამ ეფექტს ჩვენ უბრალო წყლის ბოთლითა და ლაზერითაც შეგვიძლია დავაკვირდეთ.

 

საინტერესო ისაა, რომ იმავე პრინციპით მუშაობს ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენი (სადენი, რომლითაც ინტერნეტი ჩვენამდე აღწევს) ისევე როგორც ბოთლიდან გამოსული წყლის ნაკადი იჭერს ლაზერს, ასევე იჭერს ოპტიკური კაბელი სინათლის სხივებს და ატარებს მას საჭირო მიმართულებით, რაც როგორც ჩანს ძალიან გამოსადეგია, რადგან ჩვენ ამ სინათლის სხივებში შეგვიძლია დავშიფროთ და გადავცეთ ერთმანეთს ნებისმიერი ინფორმაცია, მაგალითად ჩვენი საყვარელი სერიალის ახალი ეპიზოდი.

 

  1. გატეხილი კვერცხი წყალში უცნაური მედუზასავით მოძრაობს

 

 

 

სამზარეულოში გატეხილმა კვერცხმა შეიძლება ნერვები მოგვიშალოს და გაგვაბრაზოს, თუმცა ეს პრობლემა მარტივი გადასაჭრელია. როდესაც კვერცხის შეწვა მოგვინდება მხოლოდ და მხოლოდ ისაა საჭირო, რომ ჩავიდეთ წყლის ქვეშ 18 მეტრის სიღრმეზე, სადაც ხმელეთთან შედარებით კვერცხზე 2,8-ჯერ მეტი ატმოსფერული წნევა მოქმედებს. ამის გამო გატეხილ კვერცხს ცილა გარსივით შემოეკვრება და ის ფორმას არ დაკარგავს.

 

  1. პითაგორას თეორემის დამტკიცება სითხითაც შეიძლება

 

 

თუ გეომეტრიის მასწავლებლის მათემატიკური მტკიცება დამაჯრებლად არ ჟღერს, ამის გადამოწმება თავადაც შეგიძლიათ.

 

  1. ეს ხდება, როცა შავი ხვრელი ვარსკვლავს ყლაპავს

 

 

შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავისს შთანთქმისას გამოიტყორცნება პლაზმის უზარმაზარი ნაკადი, რომელიც ასობით სინათლის წლის მანძილზე მიმოიფანტება.

 

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარი, სუვი გეზარი ასე ხსნის ამ მოვლენას: “როდესაც ვარსვლავს ხლეჩს შავი ხვრელის მიზიდულობის ძალა, ვარსკვლავის ნაწილი იკარგება შავ ხვრელში, ხოლო ნაწილი - მაღალი სიჩქარით გარეთ გამოიტყორცნება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი