პლასტიკური ოპერაციები და კოსმეტოლოგიური ჩარევები დღეს არავისთვის არაა უცხო და მიუღებელი. ამ პროცედურებს ნამდვილად შეუძლიათ იმ დეფექტის ან ნაკლოვანების გამოსწორება, რაც ადამიანს შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში ტანჯავდეს და თავს გარიყულად აგრძნობინებდეს. თუმცა რა თქმა უნდა არსებობენ ისეთებიც, ვინც კოსმეტოლოგიურ ჩარევებს „გალამაზების“ გამო მიმართავენ, მაგრამ საბოლოოდ სავალალო შედეგს იღებენ.