logo_geo
10 ულამაზესი ქალაქი,სადაც ავტომობილებზე თანდათან უარს ამბობენ
- +

4 აპრილი. 2017. 00:38



პირველი ავტომობილი 100-ზე მეტი წლის წინ გაჩნდა და დაიპყრო ქალაქის ქუჩები, ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, მაგრამ დღეს ის უკვე აღარ ითვლება გადაადგილების ყველაზე მოხერხებულ საშუალებად. მაგალითად, ინგლისში ველოსიპედით უფრო სწრაფად შეძლებ გადაადგილებას, ვიდრე მანქანით, ხოლო, მოსკოვის საცობებზე კი ალბათ ბევრს სმენია. ბევრ ქალაქში გაკეთდა ფეხითმოსიარულეთა ქუჩები, სადაც მანქანებს შესვლა არ შეუძლიათ.


აი, ასე გამოიყურება ფეხითმოსიარულეთა ქუჩები ევროპასა და სხვა ქვეყნებში.

 

კოპენჰაგენი, დანია

 


კოპენჰაგენი ევროპის ის ქალაქია, სადაც ყველაზე ცოტა ატომობილია. ყველაფერი 1960-იან წლებში დაიწყო, როცა ქალაქის მესვეურებმა ცენტრში ფეხითმოსიარულეთა ზონები გაზარდეს და საავტომობილო გზები შეამცირეს. დღეს, კოპენჰაგენშია 320 კილომეტრის ველობილიკებია, ახლო მომავალში კი, მთელი ველომაგისტრალის მოწყობა იგეგმება, რომელიც ქალაქის გარეუბნებს ცენტრს დაუკავშირებს.


ჰამბურგი, გერმანია



მართალია, ქალაქის ცენტრში ავტომობილით გადაადგილება ოფიციალურად არ იკრძალება, მაგრამ მერია ყველაფერს აკეთებს, რათა მოსახლეობას ფეხით ან ველოსიპედით სეირნობის პირობები შეუქმნას. უკვე ჩაშვებულია პროექტი "მწვანე ქსელი", რომელიც 20 წელიწადში პარკების, ველობილიკებისა და ტროტუარების მშენებლობას ითვალისწინებს მთელ ქალაქში.


მადრიდი, ესპანეთი



მადრიდის ცენტრალურ ქუჩებზე მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვისაა ავტომობილით გადაადგილება ნებადართული, დანარჩენებისთვის კი  ჯარიმა 100 ევროს შეადგენს. გარდა ამისა, რაც უფრო მეტად აბინძურებს მანქანა გარემოს, მით უფრო ძვირი ღირს მისთვის პარკინგის ადგილი. უახლოეს ხუთ წელიწადში მთავრობა  ქალაქის ცენტრის ავტომობილებისგან სრულად გათავისუფლებას და  ფეხით მოსიარულეთათვის კომფორტული ზონების შექმნას გეგმავს.


პარიზი, საფრანგეთი



ორი წლის წინ, სმოგის დონის მოიმატებასთან ერთად, პარიზის მთავრობამ რადიკალური ზომები მიიღო - აკრძალა ერთ დღეს ქალაქის ცენტრში ლუწი და კენტი ნომრის მქონე ავტომობილების ერთდროულად გადაადგილება. აკრძალვამ გაამართლა და დაბინძურება 30%-ით შემცირდა. 2020 წლისთვის ქალაქის მესვეურები ველობილიკების გაფართოებას გეგმავენ, ცენტრში კი მხოლოდ ელექტროძრავიანი ავტომობილების მოძრაობა იქნება დასაშვები.


ჰელსინკი, ფინეთი



უახლოეს 10 წელიწადში ფინეთში მოსახლეობის მატებას ვარაუდობენ, რაც თავის მხრივ, ავტომობილების შემცირებას გამოიწვევს. ჰელსინკის მთავრობა საავტომობილო მოძრაობის ქალაქგარეთ გადატანას გეგმავს, ცენტრში კი, მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დარჩება. უკვე შემუშავდა სპეციალური მობილური პროგრამა, რომლის დახმარებითაც ნებისმიერი მსურველი თავისუფლად მოძებნის ველოსიპედების გაქირავების პუნქტს ან ტრამვაის გაჩერებას.


ჩენდუ, ჩინეთი



ჩენდუს გარეუბნები თავიდანვე ისე დაპროექტდა, რომ ნებისმიერ წერტილში თავისუფლად შეიძლებოდეს მისვლა ფეხით. ავტომობილებისთვის გზების მხოლოდ ნახევარია დათმობილი, დანარჩენი კი - ველოსიპედისტებისა და ფეხით მოსიარულეთათვის.


ბოგოტა, კოლუმბია



ბოგოტაში ჯერ კიდევ 1970-იან წლებში დაიწყეს ველობილიკებისა და ფეხით მოსიარულეთა გზების მოწყობა. დღეს ქალაქში 300 კილომეტრის ველობილიკებია, ცენტრი სრულად გათავისუფლდა ავტომობილებისაგან და მხოლოდ ავტობუსები მოძრაობენ სპეციალური განრიგით.


მილანი, იტალია


 

მილანის მთავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფასო ვაუჩერებს ურიგებს მათ, ვინც საკუთარ მანქანას სახლში ტოვებს. ყველა ავტომობილი სპეციალურ სისტემაშია დარეგისტრირებული და სანამ ის სადგომზე დგას, მისი მფლობელის ბარათზე ტრანსპორტით მგზავრობის თანხა ირიცხება.


 

 

წყარო: edulab.ge

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი