logo_geo
17 საინტერესო ფაქტი ქალების შესახებ, რომლებზეც წარმოდგენაც კი არ გქონდათ
- +

5 დეკემბერი. 2020. 11:56

 

 

თითოეული ქალი უნიკალური და განსხვავებულია, მამაკაცებს მათ გასაგებად ალბათ, მთელი ცხოვრებაც არ ეყოფათ. აი ფაქტები ქალების შესახებ, რომლებზეც წარმოდგენაც კი არ გქონდათ:

 

 

  1. საშუალოდ, ქალი დღეში 20 000 სიტყვას წარმოთქვამს, ყოველ შემთხვევაში 13 000 სიტყვით მეტს, ვიდრე მამაკაცი.

 

  1. ჰონგკონგში ქალს სრული უფლება აქვს მოკლას ქმარი, თუკი ის ღალატში გამოიჭირა. თუმცა მოსაკლავად არ უნდა გამოიყენოს რაიმე სახის იარაღი, როგორიცაა დანა ან თოფი.

 

 

  1. თავისი სიცოცხლის განმავლობაში, ქალი საშუალოდ მთელი წლის განმავლობაში ფიქრობს იმაზე, თუ რა ჩაიცვას.

 

  1. ზოგიერთი ქალი განსაკუთრებული გენით იბადება, რაც საშუალებას აძლევს მას უფრო მეტი ფერი დაინახოს და აღიქვას ვიდრე სხვებმა.

 

  1. წელიწადში საშუალოდ ქალები 30-64 ჯერ ტირიან, მამაკაცები კი 6-17 ჯერ

 

  1. ყველაზე მეტი ბავშვი, რომელიც ერთმა ქალმა დაბადა არის 69.

 

  1. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები მოდაში XVII საუკუნეში შემოვიდა და ის მამაკაცის გარდერობის ნაწილად ითვლებოდა, ქალებმა მათი ტარება კი იმისთვის დაიწყეს, რომ უფრო მამაკაცურები გამხდარიყვნენ.

 

  1. ერთდროულად სხვადასხვა სამუშაოს ქალები უკეთესად ითვისებენ, ვიდრე მამაკაცები

 

  1. ქალები ოლიმპიურ თამაშებზე პირველად 1900 წელს დაუშვეს.

 

  1. ადამიანის სქესის განსაზღვრა თითის ანაბეჭდითაც შეიძლება. ქალის თითის ანაბეჭდი ორჯერ მეტ ამინომჟავას შეიცავს ვიდრე მამაკაცის.

 

  1. წუთში ქალები დაახლოებით 19 ჯერ ახამხამებენ, მამაკაცები კი 11 ჯერ .

 

  1. ტვინის ნაწილის ზომა, რომელსაც ჰიპოკამპუსი ეწოდება, ასოცირდება მეხსიერებასთან, ემოციასთან და განწყობასთან, ქალებში იგი იცვლება მენსტრუალური ციკლის ფაზების ცვლილებასთან ერთად

 

  1. ქალები მამაკაცებზე მეტხანს ცოცხლობენ, რადგან მათი იმუნური სისტემა უფრო ნელა ბერდება

 

  1. ქალები უფრო ხშირად ხედავენ ღამის კოშმარებს და მათი სიზმრები გაცილებით ემოციურია ვიდრე მამაკაცის.

 

  1. შეგიმჩნევიათ, რომ ქალს სიგარეტი კბილებით არასოდეს უჭირავს, ტუჩებითაც არ იჭერს, ღერი ყოველთვის ხელის თითებში აქვს.

 

  1. თუკი ქალს სთხოვთ ხელი გამოგიწოდოთ, ის ხელს აუცილებლად ხელისგულებით დაბლა გამოგიწვდით.

 

  1. ქალები მკერდის იმპლანტებით სუიციდისკენ ორჯერ მეტად არიან მიდრეკილები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი