logo_geo
ვირთხების მონასტერი – ადგილი, სადაც 25 ათასი შავი ვირთხა ცხოვრობს
- +

6 დეკემბერი. 2020. 03:11

 

 

ინდოეთში მდებარე კარნი მატას ანუ ვირთხების მონასტერი ადგილობრივებისთვის წმინდა ადგილია, სადაც 25 ათასი შავი ვირთხა ცხოვრობს.

 

ამ „წმინდა ვირთხებს“ კაბბას ეძახიან და მათთვის პატივის მისაგებად შორი მანძილიდან დადიან.

 

ლეგენდის თანახმად კარნი მატას ვაჟი, ლახმანი, დღევანდელი მონასტრის ტერიტორიაზე მდებარე წყაროდან წყლის დალევისას დაიხრჩო. მატამ სიკვდილის ღმერთს სთხოვა შვილის გაცოცხლება, თავდაპირველად მან უარი მიიღო, მოგვიანებით კი როგორც ლახმანი, ასვე მატას თაობის ყველა გარდაცვლილი ვაჟი ვირთხების სახით გაცოცხლდნენ.

 

ათასობით შავ ვირთხას შორის, გამოერევიან, ხოლმე თეთრი ვირთხებიც. მიიჩნევა, რომ ისინი წმინდანები არიან. თეთრი ვირთხები თავად კარნი მატას გამოსახულებები არიან.

 

არ არსებობს არავითარი ცნობა იმის შესახებ, რომ „ვირთხების მონასტრიდან“ რაიმე დაავადება გავრცელებული oყოს.

 

თავად კარნი მატა ინდოელებისთვის წმინდანად არის შერაცხული და მისი ხსენების დღეს განსაკუთრებული პატივით აღნიშნავენ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი