logo_geo
მსგავსი იზიდავს მსგავს
- +

5 აპრილი. 2017. 22:42



ჩადის ერთი ადამიანი უცხო ქალაქში და მიდის რომელიღაც ლუდის პაბთან, რომლის შესასვლელშიც ერთი მოხუცი ზის. გამოელაპარაკება უცხოელი ამ მოხუცს და ეკითხება:

 

- მე უცხო ვარ ამ ქალაქში და ძალიან მაინტერესებს როგორი ხალხი ცხოვრობს აქ?


- შენ რომელი ქალაქიდანაც ხარ იქ როგორი ხალხი ცხოვრობდა? - შეუტრიალა კითხვა მოხუცმა.


- ჩემს ქალაქში მაგარი უჟმური, ძუნწი და უხასიათო ხალხი ცხოვრობდა, ისეთი რომ მეგობარს ვერ გაიჩენდი. - უპასუხა უცხოელმა.


- სამწუხაროდ აქაც ზუსტად ასეთი ხალხი ცხოვრობს. - მიუგო მოხუცმა.


- ეჰ, ეგრეც ვიცოდი. - ჩაილაპარაკა უცხოელმა, დაღონდა და წავიდა.


ამის შემდეგ, იგივე ქალაქში ჩამოდის სხვა უცხოელი და იმავე მოხუცს იგივე კითხვით მიმართავს:

 

- ამ ქალაქში როგორი ხალხი ცხოვრობს?


- და შენს ქალაქში როგორები ცხოვრობენ? - ამ უცხოელსაც შეუტრიალა კითხვა მოხუცმა.


- ჩემს ქალაქში შესანიშნავი ადამიანები ცხოვრობენ, ისინი ძალიან მხიარულები და მეგობრულები არიან, ჩვენ ფაქტიურად სულ ერთად ვიყავით და გვერდში ვედექით ერთმანეთს. - გაბრწყინებული სახით მიუგო უცხოელმა.


- ჰოდა, აქაც ზუსტად ასეთი ადამიანები ცხოვრობენ. - ღიმილით უპასუხა მოხუცმა.


P.S. მსგავსი იზიდავს მსგავსს!

 

 

წყარო: inteleqtika.com

 

 

 

 


 

big_banner
არქივი