logo_geo
ბრაზილიაში დინოზავრის ახალი ჯიში აღმოაჩინეს
- +

17 დეკემბერი. 2020. 13:15

 

 

ახლადაღმოჩენილი დინოზავრი, რომლის ნარჩენებიც ბრაზილიაში ჩატარებული, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს, სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ბუმბულიანი დინოზავრის არსებობის ერთადერთი დამამტკიცებელი საბუთია. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

პალეონტოლოგი შუ შინგი, რომელმაც ჩინეთში, ბუმბულიანი დინოზავრები ერთ-ერთმა პირველმა აღმოაჩინა, თქვა, რომ ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია ორი მიზეზის გამო: იგი არის პირველი აღმოჩენილი ბუმბულიანი დინოზავრი სამხრეთის კონტინენტებზე და მას იმ პერიოდის დინოზავრებისაგან განსხვავებული, გასაოცარი ფორმები გააჩნია.

 

ქათმის ზომის დინოზავრს, მხრებთან გამაგრებული ლენტისმაგვარი წამონაზარდები ჰქონდა. მსგავსი ძვლების სტრუქტურა სხვა გათხრების დროსაცაა აღმოჩენილი, თუმცა განსხვავებით მხრებისგან (რაც ახლა აღმოაჩინეს), ამ შემთხვევებში, ეს წამონაზარდები პრეისტორიული ცხოველების კუდებთან იყო მომაგრებული.

 

აღმოჩენილი დინოზავრის ამ სახეობას, დაახლოებით 110 მილიონი წლის წინ უნდა ეცხოვრათ. სავარაუდოა, რომ მათი ლენტისებრი წანაზარდები ისევე მოქმედებდნენ, როგორც ფარშავანგებისთვის თავიანთი „მარაო“ – ანუ, გაღიზიანების ან მეწყვილის მოხიბვლის მიზნით, ისინიც ამ წანაზარდებს მაღლა სწევდნენ ხოლმე.

 

ბრიტანეთის პორტსმუთის უნივერსიტეტის პროფესორმა – დეივიდ მარტილმა აღმოჩენასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დღესდღეობით, არსებობენ ისეთი ფრინველებიც, რომლებსაც აქვთ მსგავსი ძვლოვანი სტრუქტურა. მაგალითად, სამოთხის ფრინველისებრნი, რომლებიც ჩვენს დროში, იშვიათი ჯიშის ფრინველები არიან (მასობრივად ხოცავდნენ ფერადი ბუმბულების გამო, რომლებსაც სამკაულებად იყენებდნენ). მათაც გააჩნიათ აღმოჩენილი დინოზავრის მსგავსი წანაზარდები მხრებთან.

 

პალეონტოლოგებს უკვე სჯერათ, რომ დინოზავრების დიდ ნაწილს ბუმბულები ან ბუმბულის მსგავსი წამონაზარდები ჰქონდათ. ამასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი კვლევები ჩინეთსა და გერმანიაში ჩატარდა.

 

საბოლოოდ, დინოზავრს „უბრაჰარა ჯუბატუსი“ დაარქვეს. ეს ტუპი-გუარანის მკვიდრ, აბორიგენულ ენაზე – „შუბის ლორდს“ ნიშნავს.

 

 

ავტორი: მამუკა ქორიძე

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი