logo_geo
კვლევა: ბრაზილიაში ზოგიერთი ტროპიკული ტყე უფრო მეტ ნახშირორჟანგს გამოყოფს, ვიდრე შთანთქავს
- +

19 დეკემბერი. 2020. 14:41

 

 

ბრაზილიაში ზოგიერთმა ტროპიკულმა ტყემ ნახშირორჟანგის გამოყოფა დაიწყო. ამის შესახებ ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგები მეტყველებს.

 

კვლევის ავტორებმა შეისწავლეს 1987-2020 წლებში ამაზონის მიღმა, ტროპიკული ტყის 32 მონაკვეთზე ნახშირორჟანგის გამოყოფისა და შთანთქმის დინამიკა. მათი განცხადებით, წელიწადში ტყე 2,6%-ით ნაკლებ ნახშირორჟანგს შთანთქავს და 3,4%-ით მეტს გამოყოფს.

 

„ყველაზე სერიოზული შემცირება ფიქსირდება ყველაზე მშრალ და ცხელ რაიონებში. ნახშირორჟანგის გამოყოფის მაჩვენებელმა შთანთქმის მაჩვენებელს 2013 წელს გადააჭარბა“, - აცხადებენ კვლევის ავტორები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი