logo_geo
როგორ გავიგოთ ვართ თუ არა გათვალული და როგორ გავთავისუფლდეთ?
- +

19 დეკემბერი. 2020. 23:12

 

 

ხშირად, როცა რაღაცის გწამს, გარდაუვლად მოქმედებს შენზე, მაშინაც კი თუ სხვებს ამ რაღაცის უბრალოდ არ სჯერათ.

 

თუმცა იმასაც ამბობენ, ყველაფერი არსებობს, რისი წარმოდგენაც ადამიანის ფანტაზიას შეუალიაო.

 

ეს ბლოგი მათთვისაა, ვისაც ავი თვალის სწამს და მივმართვათ, მათაც ვისაც ეს მითი ჰგონია.

 

ნეგატიურ ვიბრაციებს, რომლებიც სიმშვიდეს არღვევს და ხელს გვიშლის ყოველდღიური ბედნიერების მიღწევაში, გარშემო თითქმის ყველაფერი ებრძვის. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ხუთი ელემენტი, რომლებსაც ადამიანის სხეული უკავშირდება: წყალი, მიწა, ჰაერი, ცეცხლი და ეთერი.

 

ზოგიერთი ადამიანი გაცნობიერებულად აფორმებს სახლის შიდა სივრცეს ქანდაკებებითა და სხვა მსგავსი ნაკეთობებით ამეთვისტოს, ფირუზის, ჰემატიტისა და სხვა ნებისმიერი ქვისგან. სხვები კი ასე მხოლოდ საკუთარი შინაგანი ალღოს მიხედვით იქცევა, ნივთებს კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ აქცევს. მიუხედავად ამისა, ორივე შემთხვევაში, ენერგიის გაწმენდის ასეთი მეთოდი ეფექტურია და ამ სახლის მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს, თავი უკეთ იგრძნონ.

 

აი, მაგალითად, შხაპის მიღება რთული დღის შემდეგ აბსოლუტურად ნებისმიერ ადამიანს მისცემს სიმსუბუქისა და მოდუნების შეგრძნებას. თანაც, არამხოლოდ ფიზიკურად, არამედ მორალურადაც. სადხგურუს თქმით, ასე მხოლოდ იმიტომ კი არ ხდება, რომ სხეულიდან ჭუჭყს ვირეცხავთ, არამედ იმიტომაც, რომ ადამიანს სჯერა, რომ მსგავსი რიტუალი დაეხმარება დაღლილობისა და სტრესის მოხსნაში.

 

ცნობილი იოგის აზრით, საქმე ისაა, რომ წყლით განბანვა, პირველ რიგში, ჩვენს ენერგიას წმენდს. მხოლოდ ამის გამო იწმინდება ჩვენი გონებაც. შედეგად, ჩვენ ფიზიკურ დონეზეც ვგრძნობთ განახლებას.

 

იმედია, იგი დაგეხმარებათ ნეგატივის მოშორებასა და ენერგიის გაწმენდაში როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ დონეზეც.

 

რაგორ გაიგოთ ხართ თუ არა გათვალული?

 

არსებობს სამი მეთოდი:

 

ბევრს ავი თვალისა და მოჯადოების სულაც არ სჯერა. ყველა მოულოდნელ ცვლილებას ადამიანი დაღლილობას, იმუნიტეტის დაქვეითებას ან გაუმართლებლობას აწერს. მაშინ იწყებს ექიმებთან ან ფსიქოლოგთან სიარულს, ბოლომდე კი მაინც ვერ იკურნება.

 

თუ თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელი ცვლილებები მოხდა, იქნებ დაფიქრდეთ - ხომ არ გაგთვალეს? ამის გამოაშკარავება სახლის პირობებში, ყოველგვარი სპეციალისტების დახმარების გარეშეც შეგიძლიათ:

 

ავი თვალის აღმოჩენის პირველი საშუალება:

 

ძილის წინ დაიბანეთ ცივი წყლით, აიღეთ ოქროს ბეჭედი და წაუკითხეთ გათვალვის საწინააღმდეგო ნებისმიერი ლოცვა ან "მამაო ჩვენო". შემდეგ ბეჭედი მარცხენა ლოყაზე მიირტყიით. თუ კანზე თეთრი ზოლი დაგაჩნდათ - ყველაფერი რიგზეა. მაგრამ თუ შავი ზოლო გაჩნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ გათვალული ხართ და თქვენი წარუმატებლობა შემთხვევითი არ არის.

 

მეორე საშუალება:

 

ამჯერად დაგჭირდებათ კრაზანა. მცენარე ძალიან მგრძნობიარეა უარყოფითი ენერგეტიკის მიმართ და მალევე იგრძნობს თუ სახლში ცუდი აურა ტრიალებს. თითოეულ ოთახში დადეთ კრაზანას ყლორტი. თუ მცენარე ჩვეულებრივზე ადრე დაჭკნება, სამწუხაროდ თქვენ ავი თვალის მსხვერპლი ხართ.

 

ავი თვალის ამოცნობის მესამე საშუალება:

 

აიღეთ წყლით სავსე ჭიქა და სამი ნახშირი, ჩაყარეთ წყალში და დააკვირდით. თუ ნახშირი დაიძირა გათვალული ხართ, ხოლო თუ წყლის ზედაპირზე დარჩა, ყველაფერი რიგზეა.

 

ასევე ძილის წინ შეგიძლიათ აიღოთ ცოტაოდენი ნაკურთხი წყალი, წაიკითხეთ "მამაო ჩვენო" და დაიბანეთ ამ წყლით. წყალი თავთან დაიდეთ და დასაძინებლად დაწექით. ღამით დაგესიზმრებათ რომ გათვალული ხართ და იმასაც გაიგებთ, თუ როდის ან როგორ მოხდა ეს.

 

თუ იგრძენით, რომ გათვალული ხართ, უნდა იმოქმედოთ, რათა სასწრაფოდ განთავისუფლდეთ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი