logo_geo
შოთა რუსთაველს სატურნისა და იუპიტერის შეერთება ნანახი ჰქონდა? - რა წერია „ვეფხისტყაოსანში“
- +

22 დეკემბერი. 2020. 19:29

 

„ვეფხისტყაოსანი“, რომ ყველა ქართველის სამაგიდო წიგნია დამეთანხმებით.

 

მის სიდიადეზე ბევრი ადამიანი საუბრობს და წიგნი მრავალ ენაზე ითარგმნა, რათა ქართულ მიწაზე აღმოცენებულ გენიალურ შედევრს სხვა ადამიანებიც გაეცნონ.

 

გუშინ, 21 დეკემბერს, იუპიტერი და სატურნი ცაზე ერთი მნათობის სახით გამოჩნდა. ამ ორი პლანეტის, ასეთი განლაგება ბოლოს 800 წლის წინ, 1226 წლის 4 მარტს დაფიქსირდა.

 

„ვეფხისტყაოსანში“ ვკითხულობთ: „ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს“.

 

მუშთარი (იუპიტერი) მეტაფორულად აღნიშნავს ტარიელს, ზუალი (სატურნი) კი ნესტან-დარეჯანს, ოდეს იგი ქაჯთაგან გაათავისუფლეს.

 

სწორედ ეს ტაეპი მიგვანიშნებს იმ ფაქტზე, რომ შოთამ, სავარაუდოდ, 800 წლის წინანდელი ეს მნიშვნელოვანი მომენტი თავად ნახა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი