logo_geo
როგორ მოვიზიდოთ ფული ახალი წლის ღამით?! - ეს და სხვა რიტუალები იმისათვის, რომ წარმატებული წელი გქონდეთ
- +

22 დეკემბერი. 2020. 21:12

 

გამდიდრება ბევრი ადამიანის ოცნებაა. ახალი წლის ღამე ხომ სწორედ სურვილების ჩაფიქრების ღამეა, ფული და ბარაქა კი ალბათ ერთ-ერთია რასაც ყველა იფიქრებს. ბევრი ადამიანისთვის ბედნიერება თავისუფლებაშია, ამისათვის კი ფინანსური მდგრადობა ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. დღეს გაგაცნობთ რამდენიმე რიტუალს ახალი წლისათვის, რომელიც მთელი წლის მანძილზე მოგიტანთ მატერიალურ წარმატებებს.

 

საახალწლო ჯადოსნური რიტუალები ფულის მოსაზიდად:

 

რჩევა N1

 

ფულის და ბარაქის მოზიდვის რიტუალი თქვენს სახლში დაიწყეთ საახალწლო სუფრიდან. მოათავსეთ ოქროსფერი მონეტები (თანხას არ აქვს მნიშვნელობა). ოქროსფერი ფერის კომბინაცია მაგიდაზე საკვებით სიუხვესთან ერთად მოგიტანთ სიმდიდრეს.

 

რჩევა N2

 

ახალი წლის ღამეს ტანსაცმელი უნდა გამოიცვალოთ მინიმუმ 2-ჯერ. ტანსაცმლის განახლება მომდევნო წელს სასიამოვნო ცვლილებებს გვპირდება. წლის განმავლობაში ერთდროულად რამოდენიმე მიმართულებით გაგიმართლებთ და წარმატებას მიაღწევთ საქმიანობაში. არსებობს იმედი, რომ ყველა თქვენი ვალი სათანადოდ გადაიხდება.

 

რჩევა N3

 

ახალი წლის დადგომამდე მოაწყვეთ სახლში “დიდი დასუფთავება'', გადაყარეთ ყველა გამოუსადეგარი ნივთი სახლიდან. ნაგვის გადაყრასთან ერთად თქვენი სახლიდან ნეგატიურ ენერგიასაც მოიშორებთ. ეს გახსნის გზებს, რომ მთელი წელი წარმატებული იყოს.

 

რჩევა N4

 

დადეთ ახალი წლის სუფრაზე 12 სახის კერძი - როგორც სიმბოლო 12 თვის, რომლებშიც თქვენი შემოსავალი გაიზრდება. სუფრა უნდა იყოს ლამაზად გაწყობილი, გამოიყენეთ ლამაზი ჭურჭელი. პლასტმასის ან ერთჯერადი თეფშების გამოყენება სასტიკად არ შეიძლება.

 

რჩევა N5

 

შეიძინეთ ან თავად გააკეთეთ იმის ფიგურა, რისი წელიც მოდის (მაგალითად, თეთრი მეტალის ხარი) განათავსეთ იგი სიმდიდრის სექტორში - ბინის სამხრეთ-აღმოსავლეთით. და თუ გინდათ რომ ფინანსური წარმატება მთელ ოჯახს შეეხოს, მოათავსეთ ფიგურა იქ, სადაც ყველაზე ხშირად ნათესავები იკრიბებიან.

 

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!

წყარო : wyaro
big_banner
არქივი