logo_geo
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ჩაუკეტავს ხარის წელი ფინანსურ ნაკადს
- +

26 დეკემბერი. 2020. 21:12

 

 

2021 წელი თეთრი ხარის წელია, უნდა შეეცადოთ მას ასიამოვნოთ, ოღონდ ისე, რომ ვირთხას არ აწყენინოთ, რადგან ჩინური ჰოროსკოპის თანახმად, 2021 წლის 11 თებერვლამდე კვლავ ვირთხის წელია.

 

 

 

ამჯერად, გთავაზობთ ზოდიაქოს იმ 8 ნიშანს, რომელსაც ხარის წელი ფინანსურ ნაკადს ჩაუკეტავს.

 

ზოგადად, ასტროლოგი გვირჩევს ფინანსური ბალიშის მომზადებას, ეს კი ზოდიაქოს ყველა ნიშანს ეხება.

 

მაშ ასე, გავიგეთ, რომ მომავალ წელს, ზოგადად, არ ღირს რადიკალური ნაბიჯების დაუფიქრებლად გადადგმა. აუცილებლად შეამოწმეთ დოკუმენტები, რჩევა მიიღეთ სპეციალისტებისგან, გულდასმით შეისწავლეთ ხელშეკრულებები. ჭარბ თავდაჯერებულობას აქამდე არავისთვის მოუტანია სარგებელი, ამიტომ ნუ მოერიდებით საჭირო კონსულტაციას.

 

განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს ვერძი, კირჩხიბი, სასწორი და თხის რქა. თქვენ არ უნდა მოდუნდეთ, ხელი პულსზე გეჭიროთ და მუდმივად იყუროთ იქეთ-აქეთ. წელი ისედაც არ იქნება მარტივი, ამიტომ, პირველ რიგში, უზრუნველყავით უწყვეტი მომარაგება. ასე გაიზრდება შანსი იმისა, რომ ეს პერიოდი განსაკუთრებული დანაკარგის გარეშე ჩაივლის.

 

გონება უნდა დაძაბოს კურომ, ლომმა, მორიელმა და მერწყულმა. რამდენადაც პაველ გლობა მომავალ წელს თქვენთვის არც ისე ხელსაყრელად მიიჩნევს, მზად უნდა იყოთ ყოველგვარი მოულოდნელობისთვის. უმჯობესია, არ ჩაერთოთ იმ საქმეებში, რომლებიც თუნდაც ეჭვის 1%-ს იწვევს. მერფის კანონით, სწორედ ეს 1% იქნება აქტიური. გარკვეულ სიტუაციებში, უბრალოდ მიენდეთ ინსტინქტს.

 

დარჩენილ ტყუპებს, თევზებს, მშვილდოსანსა და ქალწულს, პირიქით, წელი შესანიშნავ შესაძლებლობებს გაუხსნის. თუმცა, არც თქვენ გირჩევთ ყვავების ჭერას – ეს სურვილი სწრაფად და მარტივად დასრულდება კრახით. დანარჩენ შემთხვევებში, თუ ძალისხმევას სწორად გადაანაწილებთ, ფულადი ნაკადი თქვენს ცხოვრებაში უწყვეტად შემოედინება. დაე, ასე იყოს!

წყარო : wyaro
big_banner
არქივი