იორკის უნივერსიტეტისა (კანადა) და ბენ-გურიონის უნივერსიტეტის (ისრაელი) ფსიქოლოგების მიერ ჩატარდა კვლევა. მეცნიერებმა ონლაინ-ექსპერიმენტში ჩართეს ორივე სქესის 496 მოხალისე.
მონაწილეებს აჩვენებდნენ უცნობი ადამიანის სურათებს პირბადით და მის გარეშე. ამის შემდეგ, მონაწილეებს სხვადასხვა პირობებში უნდა გამოეცნოთ მათი სახეები.
ექსპერიმენტის შედეგად მკვლევარები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ როდესაც სახის დიდი ნაწილი დაფარულია ნიღბით, ირღვევა ადამიანის სახის მთლიანობის აღქმის ნორმალური პროცესი. ნიღბების გამო, მოხალისეების მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ სახის ცნობის უნარი მნიშვნელოვნად დაქვეითდა.
ადამიანის სახის ცნობა სოციალური ურთიერთობის მნიშვნელოვანი ასპექტია. ირგვლივ მყოფი ადამიანების სახეებზე ჩვენ ვკითხულობთ მათ ინდივიდუალურ თვისებებს, ემოციებს, განზრახვებს და ა.შ.
იმდენად, რამდენადაც „პირბადის ერა“ კიდევ დიდხანს გაგრძელდება, ჩვენ ამგვარ შესაძლებლობებს მოკლებულები ვართ. ამ მდგომარეობამ კი მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩვენს ყოველდღიურ სოციალურ ცხოვრებაზე.