logo_geo
"ჩაჭრილი წარბი", "სმოუქ აის", გოთიკური ისრები, როგორი იქნება 2021 წლის მაკიაჟი
- +

27 დეკემბერი. 2020. 23:23

 

 

ნიღბის ტარების გამო, 2021 წელს მთელი აქცენტი თვალებზე იქნება გადატანილი. ფერადი, გლითერული და სმოუქი.

 

 

ყველა ტენდენცია ინსპირირებული იქნება 80-90-იანი წლების მოდით.

 

 

ტრენდი #1: ფერადი და ბრჭყვიალა თვალის ჩრდილები

 

ცისარტყელის ფერებით დაფარული ქუთუთოები - ფაქტიურად კორონა ვირუსმა სხვადასხვა სფერო ექსპერიმენტების წინაშე დააყენა, ასეა მოდაც. თამამი და გაბედული ფერები თვალებზე და თან ეს იქნება პირბადით გამოწვეული ტუჩების კომპენსაცია.

 

ტრენდი #2: ჩაჭრილი წარბი

 

აქამდე თუ იყო მიკრობლეიდინგი, 2021 წელს ჩაჭრილი წარბი შეიძლება იყოს ყველაზე მოულოდნელი ვირუსული წარბი.

 

ტრენდი #3: სქელი გოთიკური თვალის ლაინერი

 

თუკი ყოველთვის მოგწონდათ მუქი, შავი ფანქრით, მთლიანად მოხატული თვალი, ესეიგი თვენი წელია წინ.

 

ტრენდი #4: ჰაეროვანი თვალის ისრები

 

ისრები ისევ რჩება ტრენდად, თუმცა უფრო მსუბუქი და ჰაეროვანი, ვიდრე ეს იყო 2020-ში.

 

 

ტრენდი #5: პომადა სქელი, პრიალა საფარით

 

80-იანი წლებით ინსპირირებული ნეონის, პრიალა პომადა 2021-ში კვლავ დაბრუნდება.

 

ტრენდი #6: 90-იანების Smokey Eye

 

კლასიკური თვალის ჩრდილი წინა საუკუნიდან.

 

პრინციპში, "სმოუქ აის" მუდამ მოდურია.

 

 

ტრენდი #7: ფერადი ტუში

 

ისევე როგორც თვალის ჩრდილების დროსაა შესაძლებელი გარდამავალი ფერების შექმნა, იგივე შეგიძლიათ წამწამებზეც სცადოთ. 2021 იქნება უფრო მეტად ფერადი წამწამების წელი.

 

 

ტრენდი #8: ცამდე ასული გრძელი წამწამები

 

გრძელი წამწამები, ოღონდ არა ხელოვნურად, არამედ ბუნებრივად მიღწეული, ან მაქსიმალურად ბუნებრივი.

 

 

ტრენდი #9: "საღებავისმსგავსი" ტუჩი

 

აღარ იქნება ისეთი მეგა-მოცულობის ტუჩები როგორიც აქამდე იყო. ამიტომ ტუჩსაცხის მცირე ფერიც საკმარისი იქნება ტუჩების შესაფაკლად.

 

ტრენდი #10: სუფთა კანი

 

სუფთა პრიალა და მოვლილი კანი სილამაზის საუკეთესო ტენდენცია იქნება 2021 წელს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი