logo_geo
ბოლივიაში საფეხბურთო მატჩის დროს მოედანზე ძაღლი შევარდა
- +

28 დეკემბერი. 2020. 01:35

 

 

ბოლივიაში, ქალაქ პოტოსიში ფეხბურთის მატჩის მთავარი გმირი ძაღლი გახდა, რომელიც მოედანზე შევარდა. ამის შესახებ ABC news-ი იტყობინება.

 

გამოცემის ინფორმაციით, ცხოველს პირში სპორტული ფეხსაცმელი ჰქონდა და ფეხბურთელებთან ერთად დარბოდა. მატჩი 3 წუთით შეწყდა, სანამ ადგილობრივი გუნდის „ზე სტრონგესტის“ სპორტსმენმა ძაღლი მოედნიდან არ გაიყვანა.

 

მატჩი „ზე სტრონგესტის“ გამარჯვებით დასრულდა. მათ მოწინააღმდეგე „ნასიონალ დე პოტოსის“ 3 უპასუხო გოლი გაუტანეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი