logo_geo
როგორ ვიკვებოთ, რომ არ მოვიმატოთ ახალი წლის პერიოდში
- +

28 დეკემბერი. 2020. 02:05

 

 

ზედმეტი წონისაგან გათავისუფლება, როდესაც გარეთ ძალიან ცივა, გაცილებით რთულია, ვიდრე თბილ სეზონზე. კომფორტულად რომ ვიგრძნოთ თავი, უფრო მეტი რაოდენობის საკვებს და ცხელ სასმელს ვიღებთ, მაგრამ ამაზე ნერვიულობა არ ღირს. დიეტოლოგებმა სპეციალური „ზამთრის დიეტები“ შეიმუშავეს.

 

D ვიტამინი ერთადერთი საკვები ნივთიერებაა, რომელსაც სხეული მზის სხივების ზემოქმედებით ღებულობს, მაგრამ მისი დეფიციტის შევსება დიეტის საშუალებითაც შეიძლება.ზამთრის პერიოდში, ორგანიზი სწორედ D ვიტამინის ნაკლებობას განიცდის. კორონა ვირუსის პანდემიის დროს, ექიმები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ვირუსთან გამკლავებაში D ვიტამინი დიდ როლს ასრულებს და ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია კოვიდთან ბრძოლაში, მისი აქტიურად მიღებაა.

 

 

D ვიტამინით მდიდარი საკვები, რომელიც ზამთრის დიეტაში შეგიძლიათ ჩართოთ:

ქაშაყი, ორაგული, სარდინი და სხვა ცხიმიანი თევზი

დაკონსერვებული თინუსი

კვერცხის გული

სოკო

ძროხის რძე

სოიოს რძე

ფორთოხლის წვენი

 

წინა საახალწლო პერიოდში ძალიან გინდება, რომ წონაში დაიკლო. დიეტა, რომელსაც წარმოგიდგენთ, ძალიან პოპულარულია ფინეთში. იქაური კლიმატური პირობები აიძულებს ხალხს უფრო ხშირად მიირთვან კალორიული საკვები. იმისათვის, რომ ჭარბი წონა ეროვნული პრობლემა არ გახდეს, ადგილობრივმა დიეტოლოგებმა სპეციალური დიეტა შეიმუშავეს.

 

„ფინური ზამთრის დიეტა“ საშუალებას გაძლევთ მიირთვათ უცხიმო რძის პროდუქტები, დაბალცხიმიანი ხორცპროდუქტები, თევზი, წიწიბურა, ქერი და შვრიის ფაფა. ამასთან, დღეში აუცილებლად უნდა მიიღოთ 2 ლიტრი სითხე. მათ შორის მინერალური წყალი და მწვანე ჩაი.

 

 

კატეგორიულად აკრძალულია საკონდიტრო ნაწარმი, ბრინჯი, თეთრი პური და კონსერვები.

ზამთრის დიეტის ხანგრძლივობა მინიმუმ ორი კვირაა. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ უფრო მეტ ხანსაც დაიცვათ, ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო პროდუქტების საკმაოდ დაბალანსებული რაოდენობის წყალობით.

 

საუზმეზე დასაშვები მენიუ:

 

 

150 გრ. შვრიის ფაფა უცხიმო რძით.

1 ჭიქა ფორთოხლის წვენი.

250 გრ. უცხიმო ხაჭო

100 გრ. ქათმის ძეხვი

ახალი ხილი

 

სადილზე დასაშვები მენიუ:

 

 

250 გრ. ბოსტნეულის სუპ-პიურე

100 გრ მოხარშული ქათმის ფილე

სწაფილოს და მწვანე ბოსტნეულის სალათი

1 ჭიქა ფორთოხლის, ან კენკრის წვენი

ქაშაყის ფილე გარნირთან ერთად. (გარნირად შეგიძლიათ მოამზადოთ წიწიბურა, ან ქაშაყის ფილით მოამზადოთ სალათა „შუბა“.

1 ჭიქა ფორთოხლის წვენი

 

 

ვახშამზე დასაშვები მენიუ:

 

200 გრ. ბოსტნეულის პიურე

100 გრ. „ნიკორას“ საქონლის მოხარშული ძეხვი

100 გრ. წიწიბურას ფაფა წყალზე

უცხიმო ხაჭო 100 გრ.

შვრიის ფაფა უცხიმო რძეზე

1 ჭიქა მაწონი, ან აირანი

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი