logo_geo
30 დეკემბერს წლის უკანასკნელი სავსემთვარეობაა
- +

29 დეკემბერი. 2020. 21:59

 

 

30 დეკემბერს სავსემთვარეობას ველოდებით კირჩხიბის ზოდიაქოში.

 

 

რადგან სავსემთვარეობა კირჩხიბშია, მზე ახლა თხის რქის ზოდიაქოში ხვდება და ისინი უპირისპირდებიან ერთმანეთს, ყურადღება უნდა მივაქციოთ კირჩხიბის თემებს, ესენია: სახლი, უძრავი ქონება, საოჯახო საქმეები; ოჯახური ტრადიციები, ღირებულებები, წინაპრები; გენეტიკური მემკვიდრეობა, ოჯახური კარმა, წინაპრებთან კავშირი; ადრეული ბავშვური გამოცდილება, ბავშვობის ტრავმებთან მუშაობა, შინაგანი ბავშვი, დაფეხმძიმება და მშობიარობა; საკუთარი თვისებების   ცვალებადობა, ბუტიაობა, ჯუჯღუნი, მე­ლან­ქო­ლია, გადაწყვეტილების ვერ მიღება   გამოსწორება; ისეთი თვისებების განვითარება, როგორებიცაა: ემპათია, გულისხმიერება, სხვების დახმარება და მათზე ზრუნვა; რომანტიკულობა. არქეტიპი: აღმზრდელი, დედა, დიასახლისი, მომვლელი, მზარეული.

 

 

სასურველია, წაიკითხოთ ინფორმაცია თქვენი მზის, ასცენდენტისა და მთვარის ნიშნის მიხედვით.

 

 

ვერძი

 

შინ შექმენით მშვიდი, ჰარმონიული, თბილი და ტკბილი გარემო. მოამზადეთ თქვენი საფირმო კერძები, მორთეთ სახლი. იზრუნეთ ბავშვებზე, მშობლებზე, ბებია ბაბუაზე. გამოავლინეთ სიკეთე და პატივისცემა მათ მიმართ. შეეხმიანეთ ნათესავებს, ონლაინ მაინც, თუ რეალურად ვერ შეხვდებით. გადახედეთ პირად ნივთებს, მოაწესრიგეთ. გაიხსენეთ რა იყო ღირებული ამ წელს და რისი მიღწევა გსურთ 2021 ში.

 

 

კურო

 

გააუმჯობესთ დამოკიდებულება და ძმებთან, მეგობრებთან, მეზობლებთანაც. შეეხმიანეთ ერთმანეთს. ზოგი მიიღებს სასარგებლო ინფორმაციას. გახშირდება ზარები და მიმოწერა. ზოგიერთმა შეიძლება ახალი ცოდნის მიღება გადაწყვიტოს. დაარეგულირეთ ურთიერთობა თქვენთვის საჭირო ადამიანებთან, ვისთანაც მომავალში თანამშრომლობას აპირებთ.

 

 

ტყუპი

 

ძირითადი საკითხი იქნება ფული. ჩამოწერეთ საყიდლების, საჩუქრების სია, რაც ახლა უნდა შეიძინოთ და მომავალ წელსაც. აგრეთვე, იმ საქმეებისა და ქმედებების, რაც მომავალში მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. დაიცავით ბალანსი შემოსავალ გასავალს შორის. ზოგიერთმა შეიძლება ფული სარფიანად დააბანდოს. გადახედეთ თქვენს შესაძლებლობებს (ხელსაქმე, ცოდნა), რამ შეიძლება მოგიტანოთ დამატებითი შემოსავალი.

 

 

კირჩხიბი

 

როგორც წესი, მუდამ სხვებზე ზრუნავთ, მაგრამ ამ სავსემთვარეობაზე საკუთარი თავი უნდა დააყენოთ სხვებზე წინ. შეგიძლიათ შეიცვალოთ ჩაცმის სტილი, გარეგნობა, ვარცხნილობა მაინც. საოჯახო საქმეებიც სხვებს გადაუნაწილეთ, თავად კი უხელმძღვანელეთ. დაფიქრდით, შეიძლება ისეთი იდეები გაქვთ, რისი განხორციელებაც ადრე წარმოუდგენელი იყო, ახლა კი შესაძლებლობა გეძლევათ. იაქტიურეთ, გამარჯვება მხოლოდ თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული.

 

 

ლომი

 

იოცნებეთ, იფანტაზიორეთ, რა სურს თქვენს სულსა და გულს რეალურად. მიუხედავად იმისა, რომ გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, ამ სავსემთვარეობაზე ცოტა ხნით უნდა განმარტოვდეთ, ჩაიხედოთ საკუთარ თავში, რა უნდა განახორციელოთ მომავალში. ეცადეთ, ამ 2 კვირის განმავლობაში, შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ გარშემო მყოფებს (ფულით, სამოსით, პროდუქტებით). იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

 

 

ქალწული

 

კარგი იქნება, თუ საახალწლოდ შინ მიიპატიჟებთ მეგობრებს (ვირტუალურად მაინც), თანამოაზრეებს. გართობასთან ერთად შეგიძლიათ სამომავლო იდეებიც კი განიხილოთ და ახალი პროექტები დასახოთ. როგორც წესი, მუდამ სხვებზე ზრუნავთ და ახლა მადლიერებით მიიღეთ დახმარება და მზრუნველობა მეგობრებისგან.

 

 

სასწორი

 

პირველ რიგში სამსახურის საქმეები უნდა მოაგვაროთ, დაწყებული პროექტები დაასრულოთ. ახალ წელს გართობისა და მხიარულების ნაცვლად მუშაობა მოგიწევთ. თუნდაც სამომავლო გეგმების შესადგენად. ჩამოყალიბდით, რისი მიღწევა გსურთ, კარიერის თვალსაზრისით. ზოგს კი საინტერესო ბიზნეს შემოთავაზებები გელით. გადახედეთ წარსულ წელს და გამოიტანეთ სწორი დასკვნები, რათა დასახოთ მომავლის გეგმა. დაკავებულობის მიუხედავად, ნუ მოაკლებთ ოჯახის წევრებს მზრუნველობას და მოუწყვეთ მათ დღესასწაული.

 

 

მორიელი

 

მასშტაბურად შეხედეთ მოვლენებს. შეიძლება, სწორედ ამ სავსემთვარეობაზე აღმოაჩინოთ ის პერსპექტივები, რასაც ადრე ვერ ამჩნევდით. კარგი პერიოდი დგება ჩანაფიქრის რეალიზებისთვის. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გავლენიან ადამიანებთან და მათგან რჩევასაც კი მიიღებთ. დაუთმეთ დრო სულიერ განვითარებას. შანსი მოგეცემათ, რომ მიიღოთ მეტი განათლება. შესაძლოა მიიღოთ საზღვარგარეთ გამგზავრების შანსიც.

 

 

მშვილდოსანი

 

იზრუნეთ პარტნიორულ ფინანსებზე, მოაგვარეთ საბანკო და სადაზღვევო საკითხები. კაპიტალდაბანდება და ინვესტიცია დიდ ყურადღებას საჭიროებს. ზოგიერთი მიხვდება, რომ რაღაც უნდა მიატოვოს, წარსულში დატოვოს. ჩამოყალიბდით, ფული რამ (ნიჭი, შესაძლებლობა) უნდა მოგიტანოთ. ერთი სიტყვით, მომდევნო ორი კვირის მთავარი თემა ფინანსები გახდება.

 

 

თხის რქა

 

დააკვირდით თქვენს საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებს. თუ მარტოხელა ხართ, გადახედეთ გარემოცვას, ვინ გინდათ, რომ იყოს თქვენ გვერდით. ზოგიერთს მოგინდებათ ხანგრძლივი და ჰარმონიული ურთიერთობის შექმნა. საყვარელ ადამიანს ხშირად მოუწყვეთ რომანტიკული პაემანი, გაანებივრეთ საჩუქრებით. თუმცა, სხვაზე ზრუნვაში საკუთარ თავს ნუ დაივიწყებთ.

 

 

მერწყული

 

ყურადღებას ითხოვს ჯანმრთელობა. მომავალ წელს უამრავი საქმე და პროექტი გელოდებათ, ამიტომ, უმჯობესია, თადარიგი აქედანვე დაიჭიროთ და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი, იმუნიტეტის გასაძლიერებელი პროცედურები ჩაიტაროთ. გამონახეთ დასვენების, დაძაბულობის მოხსნის შესაძლებლობა. დაფიქრდით, იქნებ, დღის განარიგი (ძილი, ჭამა) ითხოვს შეცვლას. კოლეგებთან გირჩევთ, კარგი დამოკიდებულება გქონდეთ.

 

 

თევზები

 

მომდევნო ორ კვირაში რომანტიკული თავგადასავლების, გართობის, შემოქმედებითი იდეების განხორციელების პერიოდი დაგიდგებათ. მეტი დრო გაატარეთ თქვენს შვილებთან და საყვარელ ადამიანთან ერთად. მიეცით თავს უფლება, რომ ბავშვივით იმხიარულოთ და იყოთ ბედნიერი. ჩაერთეთ ყველა კონკურსში, კარნავალში. შეგიძლიათ თავადაც მოაწყოთ მხიარულება. საყვარელი ადამიანი კი ხშირად გაანებივრეთ რომანტიკული საღამოებით.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი