logo_geo
როგორ ჩავიფიქროთ ახალ წელს სურვილი, რომ აუცილებლად აგვისრულდეს
- +

31 დეკემბერი. 2020. 13:39

 

 

ახალი წლის მოსვლას ყველა დიდი მოლოდინით ხვდება, ყველას სურს, მის ცხოვრებაში რამე განსაკუთრებული მოხდეს და ამისთვის სურვილს ჩაიფიქრებენ. იმისათვის, რომ ახალი წლის ღამეს სურვილები აისრულოთ, ისინი სწორად უნდა ჩაიფიქროთ. ჩვენ სამ ვარიანტს გთავაზობთ.

 

პირველი: სანუკვარი სურვილი

 

სურვილი არ უნდა გაახმოვანოთ. ერთადერთი სურვილი უნდა ჩაიფიქროთ, და რაც მთავარია, რიტუალი მარტომ, განმარტოებით უნდა ჩაატაროთ.

 

განმარტოვდით, აანთეთ სანთელი. თუ სურვილი სიყვარულზეა, წითელი სანთელი აანთეთ, თუ სამსახურთანაა კავშირში - ლურჯი, თუ ჯანმრთელობასთან - მწვანე, თუ ფულთან - ყვითელი და თუ ბავშვებთან - თეთრი ფერი სანთელი. პატარა ქაღალდზე დაწერეთ სურვილი. შესაბამისად, სურვილიც სფეროს შესაბამის იმ ფერის ქაღალდზე უნდა დაწეროთ. დაწვით სურვილიანი ფურცელი, ფერფლი ჩაყარეთ ღვინის ჭიქაში და 12 ყლუპად დალიეთ. თქვენი სურვილი ასრულდება.

 

მეორე: სურვილების არჩევა

 

მოამზადეთ 12 ფურცელი, რომელზეც დაწერთ: ბავშვი, ფული, სამსახური, სიყვარული, ჯანმრთელობა, ბინა, მეგობრები, კარიერა, ნიშნობა, მოგზაურობა, წარმატება და ბოლოს ცარიელს დატოვებთ. ფურცლები, ძილის წინ, ბალიშის ქვეშ დაიდეთ, დილით გაღვიძებულმა ერთი აიღეთ და წაიკითხეთ, რა სურვილი აგისრულდებათ.

 

თუ აიღეთ ბავშვი - ან შვილი გეყოლებათ, თუ არ გყავთ, ან ბავშვების მიმართ მეტი მზრუნველობა გმართებთ, თუ დედა ხართ.

 

თუ აიღეთ სიყვარული - ვნებიანი სიყვარული გელით.

 

თუ აიღეთ სამსახური - სამსახურის დაწყება ან შეცვლა მოგიწევთ.

 

თუ აიღეთ ფული - მთელ წელს მატერიალურად უზრუნველყოფილი გაატარებთ.

 

თუ აიღეთ ბინა - ახალ ბინაში გადახვალთ ან კაპიტალურად გაარემონტებთ ბინას.

 

თუ აიღეთ მეგობრები - მეგობრებთან ერთად ხშირი შეხვედრები და გართობა გელით.

 

თუ აიღეთ ბეჭედი - წელს გათხოვდებით.

 

თუ აიღეთ კარიერა - კარიერული წინსვლა.

 

თუ აიღეთ მოგზაურობა - მოამზადეთ ჩემოდანი, ქვეყნის შიგნით და გარეთ მოგზაურობა გელით.

 

თუ აიღეთ წარმატება - წარმატება გელით ყველა სფეროში.

 

თუ აიღეთ ცარიელი ფურცელი - მთელ წელს მშვიდად, ჩვეულ ცხოვრებისეულ რიტმში გაატარებთ.

 

მესამე: დაწერეთ წერილი

 

ახალ წელს დაწერილი წერილი მის ბედნიერად ასრულებას გპირდებათ. წერილი უნდა დაწეროთ 31 დეკემბერს. სურვილი უნდა იყოს ერთი და სანუკვარი. ჩადეთ წერილი კონვერტში და არ გახსნათ თქვენს დაბადების დღემდე. დაბადების დღეს, საღამოს, როცა მარტო იქნებით, აანთეთ ყვითელი ფერის სანთელი და დაწვით წერილი. თქვენი სურვილი უახლოეს მომავალში სრულდება.

 

 

big_banner
არქივი