logo_geo
რა უნდა იცოდეთ COVID-19-ის ანტიგენის სწრაფი ტესტით დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში. NCDC-ს რეკომენდაციები
- +

2 იანვარი. 2021. 12:48

 

 

დადებითი COVID-19-ის ანტიგენის სწრაფი ტესტი ნიშნავს, რომ თქვენ ინფიცირებული ხართ ახალი კორონავირუსით, რომელიც ინფიცირებულთა 80%-ში მსუბუქი რესპირაციული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მიმდინარეობს და სიმპტომების დაწყებიდან 13 დღეში უმთავრესად გამოჯანმრთელებით სრულდება.

 

დადებითი COVID-19-ის ანტიგენის სწრაფი ტესტის შემთხვევაში, სასწრაფოდ იზრუნეთ გარეშემომყოფთაგან იზოლაციაზე, რათა არ გახდეთ ინფექციის შემდგომი გავრცელების წყარო. სიმპტომების შეფასებისა და ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით დაუკავშირდეთ თქვენს ოჯახის ექიმს თქვენ, შესაძლოა, უკვე გახდით ინფექციის გავრცელების წყარო სიმპტომების დაწყებამდე 2 დღისა და შემდგომი პერიოდის განმავლობაში, თუ გარშემომყოფებთან გქონდათ პირბადის გარეშე, 1 მეტრზე ახლო და 15 წუთზე უფრო ხანგრძლივი კონტაქტი.

 

სასწრაფოდ აცნობეთ მათ თქვენი ინფიცირების შესახებ და სთხოვეთ, იზრუნონ საკუთარ იზოლაციაზე.

 

გამოხატული კლინიკური სიმპტომების შემთხვევაში, ანტიგენის სწრაფი ტესტის დადებითი შედეგი არ საჭიროებს გადამოწმებას. სხვა შემთხვევაში, ანტიგენის სწრაფი ტესტირებით მიღებული შედეგის გადამოწმება პჯრ ან სხვა მეთოდით ხორციელდება ექიმის გადაწყვეტილებით

 

თუ თქვენ დაგიდგინდათ COVID-19, იზოლაციისას დაიცავით შემდეგი წესები:

 

  1. დარჩით სახლში დაავადებულთა 80-85% არ საჭიროებს სპეციალიზებულ სამედიცინო დახმარებას. ასეთი შემთხვევების მართვა ექიმს შეუძლია სატელეფონო კონსულტაციით. უბრალოდ, არ წახვიდეთ სკოლაში, სამსახურში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, არ იმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. სხვადასხვა საჭიროებებისთვის დახმარება სთხოვეთ ახლობლებს ან ისარგებლეთ მიწოდების სერვისით/ონლაინ-შეკვეთით

 

  1. შეზღუდეთ პირდაპირი კონტაქტი ოჯახის წევრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობთ, ავადმყოფობის პერიოდში განცალკევდით მათგან. მინიმუმამდე დაიყვანეთ საერთო სივრცეებით სარგებლობა. თუ კონტაქტი გარდაუვალია, ყველამ გამოიყენეთ ნიღაბი. სველი წერტილებით ისარგებლეთ სხვების შემდეგ და დაალაგეთ სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით. ხშირად გაანიავეთ ბინა

 

  1. დააკვირდით საკუთარ ჯანმრთელობას და სიმპტომებს დაავადებულთა მხოლოდ მცირე ნაწილს შეიძლება განუვითარდეს ისეთი სერიოზული სიმპტომები, როგორიცაა: ხველა, რომელიც იწვევს სუნთქვის გართულებას ან ქოშინი მაღალი ცხელებით ან მის გარეშე, ტკივილი და დაწოლის შეგრძნება გულმკერდის არეში, მეტყველების ან გადაადგილების უნარის დაკარგვა. ასეთი სიმპტომების გამოვლენისთანავე დაუკავშირდით 112-ს, 144-ს /ოჯახის ექიმს. შესაძლოა თქვენ გესაჭიროებათ სპეციალიზებული სამედიცინო დახმარება, რასაც განსაზღვრავს ექიმი

 

  1. არ გამოიყენოთ საზიარო საყოფაცხოვრებო ნივთები თვითიზოლაციაში მყოფს უნდა ჰქონდეს მისთვის გამოყოფილი თეფში, ჭიქა, ჩანგალი, კოვზი და ა.შ. მათი გარეცხვა უნდა მოხდეს ცალკე

 

  1. გაწმინდეთ და საგულდაგულოდ გაასუფთავეთ ხშირად შეხებადი ზედაპირები მაგ. მაგიდის ზედაპირები, კარის სახელურები, ტელეფონი. დასუფთავებისთვის გამოიყენეთ ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები, რომლებიც შესაძლებელია გამოიყენოთ საყოფაცხოვრებო პირობებში. დაიცავით პროდუქციაზე მითითებული რეკომენდაციები

 

  1. ნუ მიიღებთ სტუმრებს ახლობლებთან ურთიერთობისთვის გამოიყენეთ ტელეფონი, ონლაინ საშუალებები

 

  1. თუ სახლში შინაური ცხოველები გყავთ ეცადეთ, შეზღუდოთ მათთან კონტაქტი. თუ კონტაქტისგან თავის არიდება შეუძლებელია, დაუყოვნებლივ დაიბანეთ ხელები მათთან შეხებამდე და შეხების შემდეგ

 

  1. საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა გამოყენებული ხელსახოცები, ცხვირსახოცები და პირბადე უნდა მოთავსდეს პოლიეთილენის პარკში, გადაგდების დროს პარკი შეიკვრება, მოთავსდება განმეორებით მეორე პარკში, რომელიც ასევე შეიკვრება და ამის შემდეგ შეიძლება მოთავსდეს საერთო საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი