logo_geo
საინტერესო ფაქტები ტომ ჰარდის შესახებ...
- +

9 აპრილი. 2017. 16:08




ბრიტანელი მსახიობი ტომ ჰარდი 1977 წლის 15 სექტემბერს ლონდონში დაიბადა. მან კარიერა სამშობლოში, თეატრალურ დადგმებში მოაწილეობით დაიწყო, მსოფლიო აღიარება კი კრისტოფერ ნოლანის „დასაწყისში" (Inception) შუსრულებული როლით მოიპოვა.


დღესდღეობით, ჰარდი მიიჩნევა არა მხოლოდ მილიონობით ქალბატონის გულთამპყრობელ ჰოლივუდის სექს-სიმბოლოდ, არამედ საკმაოდ პერსპექტიულ მსახიობადაც, რომელიც აქტიურად აგრძელებს მოღვაწეობას როგორც კინოში, ისე თეატრში.


წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ტომ ჰარდის შესახებ:

 

 

1999-2004 წლებში დაქორწინებული იყო სარა უორდზე.


მან 21 წლის ასაკში სამოდელო კონკურსში გაიმარჯვა.


ლონდონის დრამატული თეატრს ტომი 1998 წელს შეუერთდა.


ტომ ჰარდი 2004 წელს ლოურენს ოლივიეს სახელობის თეატრალურ ჯილდოზე იყო ნომინირებული, როგორც ყველაზე პერსპექტიული ახალბედა არტისტი.


ტომსა და ევან მაკგრეგორს ერთი აგენტი ჰყავთ.

 

 

Variety-ს მიხედვით 10 ყველაზე ყურებად მსახიობთა სიაში მესამე ადგილზეა.


ჰარდმა გაიარა ქასთინგი „სიამაყე და ცრურწმენის" ეკრანიზაციაში მისტერ დარსის როლის შესასრულებლად, მაგრამ რეჟისორმა მის მაგივრად მეთიუ მაკფეიდენი აირჩია.


ტომ ჰარდს ბეინის როლის თამაშისას დაჭირდა სამ დუიმიანი ქუსლები, რათა გამხდარიყო კრისტიან ბეილის სიმაღლე და მისთვის „თვალებში ჩაეხედა".

 

 

2008 წლის 8 აპრილს ტომს შეყვარებული რეიჩელ სპიდისგან ვაჟი, სახელად ლუის ტომას ჰარდი შეეძინა.


ამჟამად ჰყავს მეუღლე, შარლოტა რაილი, რომელიც „ქარიშხლიანი უღელტეხილის" სატელევიზიო ვერსიის გადაღებებისას გაიცნო. სერიალში ჰარდი ჰიტკლიფის როლს ასრულებს.


2013 წელს Empire-მ ტომს ყველა დროის ყველაზე სექსუალურ კინოვარსკვლავთა სიაში მე-17 ადგილი უბოძა.

 

 

 

 

 

 

 


 

big_banner
არქივი