logo_geo
ჰუდებს შუა საუკუნეებში ბერები ატარებდნენ - რა დანიშნულება ჰქონდა ამ მოდურ ტრენდს
- +

19 იანვარი. 2021. 20:12

 

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სამოსი „ჰუდია“ დიახ, ჰუდი გახდა ყველაზე კომფორტული და  ყველასთვის სასურველი სამოსი, რომელიც ერთნაირად მოსწონს ყველა ასაკის ადამიანს.

 

ამ ტიპის სამოსი პოპულარული გასულ წლებში გახდა, თუმცა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში დამკვიდრდა და მას ბერები ატარებდნენ.

 

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ჰუდებზე, რომლებიც ნამდვილად გაგაკვირვებენ:

 

  1. ჰუდი აბრევიატურა - Hoodie, იშიფრება როგორც hooded sweatshirt და კაპიუშონიან სვიტრს ნიშნავს.

 

  1. პირველად ჰუდები შუა საუკუნეებში გამოჩნდა. ბერები ატარებდნენ კაპიუშონიან ანაფორებს, თავი რომ თბილად ჰქონოდათ.

 

  1. მე–17 საუკუნიდან კაპიუშონიანი სვიტრების ტარება ქალებმაც დაიწყეს. ძირითადად მაშინ იცვამდნენ, როცა ცდილობდნენ, გარკვეულ შეკრებებზე შეუმჩნეველი დარჩენილიყვნენ.

 

  1. 1930 წელს ამერიკულმა ბრენდმა Champion ჰუდების შექმნა მუშებისთვის დაიწყო, რათა ყინვაში არ შესციებოდათ. მოგვიანებით, მისი გამოყენება ათლეტებმაც დაიწყეს, გარეთ ვარჯიშის დროს.

 

  1. 1970 წლიდან ჰუდი ჰიპ–ჰოპ საზოგადოების სტატუს-სიმბოლო გახდა.

 

  1. უკანასკნელ წლებში ჰუდებს მაღალი მოდის დიზაინერებიც აქტიურად სთავაზობენ მომხმარებელს. მაგალითად, ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული ჰუდი Louis Vuitton–ს ეკუთვნის და მისი ფასი ამ ეტაპზე 9 917 დოლარია.

 

დაბოლოს, თანამედროვე ცხოვრებაში ჰუდი აღარ არის რომელიმე კონკრეტული საზოგადოებრივი კლასის ან ჯგუფის კუთვნილება. მისი სხვადასხვა სამოსთან კომბინაცია მიღებულია როგორც ბიზნეს, ისე წვეულების დრესკოდში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი