logo_geo
2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის
- +

24 იანვარი. 2021. 21:18


დაისახდეთ კონკრეტული მიზნები. უფროსი კმაყოფილია თქვენი მუშაობით და ხელსაც შეგიწყობთ, ხელფასსაც მოგიმატებთ. ისწავლეთ შეცდომების აღიარება და ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან. როგორც კი ცუდი განწყობა შემოგიტევთ, არ განმარტოვდეთ, პირიქით, გამონახეთ ახალი ადამიანების გაცნობის მიზეზი. შემოქმედებითი პროექტების განხორციელება სულიერ სიამოვნებასაც მოგიტანთ, პოპულარულობასაც და მატერიალურსაც. პირად ცხოვრებაში ყველაფერი უნდა დაალაგოთ, დაახარისხოთ. დაქორწინებულებს სიურპრიზებით აღსავსე წელი გელით. სახლის აშენების, ხის დარგვის, შვილის გაჩენის სურვილი გაგიჩნდებათ. არაფერზე შეგეშლებათ ხელი. გაბედულად იმოქმედეთ. გაიძლიერეთ იმუნიტეტი. მოსაფრთხილებელია სასუნთქი ორგანოები, თირკმელები. არ დაივიწყოთ დასვენება. უქმეები ბუნებაში გაატარეთ. ცხოვრებისეული წვრილმანები ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ. არ დაივიწყოთ ვარჯიში, მედიტაცია, იოგა.

მამაკაცებისთვის

ემოციები აკონტროლეთ, დახვეწილი მანერები და ინტელექტი გამოავლინეთ. კოლექტივში მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. აიღეთ მხოლოდ ის საქმე, რაც ფინანსურ კეთილდღეობას, დივიდენდებს მოგიტანთ. თუ სიამაყეს და გადამეტებულ ამბიციურობას ვერ მოიცილებთ მანდილოსნებთან ურთიერთობას ვერ დაალაგებთ. როგორც ამბობენ, ქალი გიტარის სიმივითაა, ამიტომ სწორი და ლამაზი დაკვრა ისწავლეთ. უნდა დაცვათ წესრიგი ყველგან და ყველაფერში. ენერგია და ფიქრები სწორი მიმართულებით მიმართეთ. დროდადრო დასვენებაც არ გაწყენთ. გაიუმჯობესეთ კვებისა და ძილის რეჟიმი. მაქსიმალურად ეცადეთ, რომ არ აიღოთ ვალი. იმყოფინეთ ის, რაც გაქვთ.

ქალებისთვის

ნუ ხარჯავთ ფულს უაზროდ მეასე წყვილ ფეხსაცმელზე ან კაბაზე. ყველაფერში ზომიერება გმართებთ. შეიძლება გამოჩნდეს მამაკაცი, რომელსაც მოსწონხართ, როგორც ძვირად ღირებული გასართობი. მისგან მანამ უნდა გათავისუფლდეთ, სანამ უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდებით. საკუთარ თვს მსხვერპლად ნურავის შესწირავთ. სამსახურში შეინარჩუნეთ ღირსება. იყავით შრომისმოყვარე, ბეჯითი. ზაფხული ლამაზი რომანით, ნიშნობით დაგამახსოვრებთ თავს. თქვენი სიცივისა და სიამაყის გამო გაგექცევათ მამაკაცი, ვისთანაც შეიძლებოდა, მყარი და ბედნიერი ურთიერთობა გქონოდათ. 2021 წელს მშვიდად და ნერვიულობის გარეშე გამოიმუშავებთ იმ თანხას, რაც დაგეგმილი გქონდათ. კრედიტის გარეშე შეიძინეთ იმას, რაც გსურდათ. ზოგიერთი გაფართოებასაც კი შეძლებს.

 

წყარო:
https://www.ambebi.ge/astrology/zodiako/2021-clis-sruli-astrologiuri-prognozi-mamakaci-da/10732/

 

 

big_banner
არქივი