logo_geo
რამდენად რეალურია კორონავირუსით რეინფიცირება
- +

24 იანვარი. 2021. 23:12

 

„იმედის კვირა“ გაესაუბრა პაციენტებს, რომლებსაც COVID-19 ორჯერ დაუდასტურდათ. სპეციალისტები განმარტავენ, რომ ვირუსის მკვდარი ფრაგმენტები შესაძლოა ცხვირ-ხახაში 3 თვის განმავლობაში რჩებოდეს. ექიმ-რეზიდენტ გიორგი ღოღობერიძის თქმით, დროის ამ შუალედში ადამიანი გადამდები არ არის. ინფიცირებულთან კონტაქტმა კი შესაძლოა, კოვიდის ნარჩენები გააძლიეროს და ამას სიმპტომების ხელახლა გამოვლენა მოჰყვეს და ვირუსი ტესტმაც დააფიქსიროს.

 

„საქმე იმაშია, რომ კოვიდი სასუნთქი გზების ინფექციებს მიეკუთვნება და ის აინფიცირებს ჩვენს ცხვირ-ხახას. როცა აინფიცირებს, შიგნით რჩება. გადის თვენახევარი, გადის ორი თვე, მაგრამ ვირუსის ფრაგმენტები კვლავ იქ დარჩება, იმიტომ რომ ჩვენი ცხვირ-ხახის ეპიტერიუმი ახლდება ყოველ 3 თვეში ერთხელ. ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ არ გავა 3 თვე, მანამდე იმ ვირუსის მკვდარი ფრაგმენტები შეიძლება ისევ იყოს იქ და PCR ტესტირებაზე ჯერ კიდევ შეიძლება იყოს პოზიტიური, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი კვლავ დაინფიცირდა, ან კვლავ ატარებს აქტიურ ვირუსს. იქ მხოლოდ ვირუსის მკვდარი ფრაგმენტებია დარჩენილი“, - განმარტავს ღოღობერიძე.

 

https://imedinews.ge/ge/covid19/183104/ramdenad-realuria-koronavirusit-reinpitsireba

 

 

big_banner
არქივი