logo_geo
ბაკურ სვანაძე: ბილ გეიტსი ის კაცია, ვისაც ძალიან აინტერესებს, დღეს დომინოს შენ მოიგებ თუ გვერდზე კორპუსელი უშანგა!
- +

24 იანვარი. 2021. 23:13

 

ბლოგერი და ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალური ქსელით ეხმაურება იმ ადამიანებს, რომლებსაც "შეთქმულების თეორიის" სჯერათ:

 

 

 

დ ა ს კ ვ ნ ი ს თ ვ ი ს - რამდენიმე პოსტი დავდე "ვ ი რ უ ს -ვ ა ქ ც ი ნ ე ბ ზ ე" და მსოფლიო "შ ე თ ქ მ უ ლე ბ ი ს თეორიებზე" და კომენტარების ნაწილს რომ გადავხედე...

რთული სიტუაციაა და ვ ე რ ე შ ვ ე ლ ე ბ ა ვერაფერი ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს სამწუხაროდ!

ხო, კაი! ბ ი ლ გ ე ი ტ ს ი და სხვები ცდილობენ თქვენს გაკონტროლებას! კი! ბილ გეიტსია ის კაცი, ვისაც ძალიან აინტერსებს, დღეს დ ო მ ი ნ ო ს შენ მოიგებ თუ გვერდზე კორპუსელი უშანგა! ებიჯო! ეცადე, ის მაინც დაუმალო ბილ გეიტსს, პ ი ვ ი ს ფულს რომელ უბნელს დაცინცლავ და მაღაზიის კონსულტანტ გოგონას რომელ თვალს ჩაუკრავ - მარცხენას თუ მარჯვენას!

აბა, რა ვიცი, მთელი ცხოვრება უ ს ა ქ მ უ რ ი რომ ხარ შე ჩემის "უკონტროლო" და ოჯახში კაპიკი არასოდეს შეგიტანია და შენი ოჯახის წევრებსაც რომ აღარ

აინტერესებთ სად დაბოდიალობ მთელი დღე, რეის ბილ გეიტსი და ეკატერინე მედიჩი აგიტყდა?

სულ ზეპირად რომ "იცი" ვირუსების გავრცელების თავისებურებები და ეპიდემია-პანდემიას შორის "განსხვავება" და მათთან ბრძოლის ე ფ ე ქ ტ უ რ ი

და "არასაჭირო" რეგულაციები... ხომ არ ჯობია საკუთარ სახლში, მ ა ც ი ვ ა რ შ ი ხვალის საკვები გაქვს თუ არა ის იცოდე? და თუ გაქვს, უ ფ ა ლ ს

მადლობა შესწირო ამისთვის და იყო მ შ ვ ი დ ა დ?

არა, ხო? კ ა ც ო ბ რ ი ო ბ ი ს ხსნის წყურვილი გკლავს? მოკლედ, ბილ გეიტსი კვდება ინტერესით, რომ სულ კონტროლზე ჰქონდეს ყველა უ ს ა ქ მ უ რ ი ს ცხოვრება და ერთი უბრალო დეტალიც არ გამოეპაროს!

თუ გინდათ ვიდეოს გადავუღებ და "ი უ თ უ ბ ზ ე" დავდებ - თქვენთვის ხომ ყველაფრის დამამტკიცებელი "უტყუარი არგუმენტები" "იუთუბზე" დადებული რაღაც შტერული ვიდეოებია...

ამასობაში, არავითარ შემთხვევაში ა რ ე ნ დ ო თ ექიმებს! ყველანი ბილ გეიტსმა მოისყიდა ეგენი! ვ ა ქ ც ი ნ ა ს კიდე რა თქმა უნდა ჭ ა ჭ ა ჯობია!

ბაზარი არაა! ა ბ ა თ ქ ვ ე ნ ი ც ი თ! -წერს ბაკურ სვანიძე.

 

http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/134821-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A-%E1%83%92%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91-%E1%83%97/19/

 

 

big_banner
არქივი