logo_geo
როგორ მოქმედებს მთვარე ადამიანის ცხოვრებაზე?
- +

25 იანვარი. 2021. 12:46

 

 

მთვარე უდიდეს გავლენას ახდენს დედამიწაზე მიმდინარე მოვლენებზე. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანი პლანეტის განუყოფელი ნაწილია, იდუმალ თანამგზავრს ადვილად შეუძლია, შეცვალოს ჩვენი ფიზიოლოგიური და ფსიქიკური პროცესების მიმდინარეობა.

 

  1. უძილობა სავსე მთვარეზე

 

ადამიანის ძილზე ასეთი გავლენა უკვე დიდი ხანია შეიმჩნევა, მაგრამ ამ ფენომენის ახსნა საკმაოდ რთულია.

 

ვერსია საკმაოდ ბევრია - ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდობს, რომ ყველაფერში ჩვენი გენეტიკური მეხსიერებაა დამნაშავე. ძველად ადამიანი სავსე მთვარეზე ფხიზლობდა, რადგან ამ დროს მტაცებელი ცხოველების აქტიურობა იზრდებოდა და აუცილებელი იყო მათგან თავდაცვა.

 

ბაზელის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სავსე მთვარის დროს მელანინის გამოყოფა მცირდება (ნივთიერება, რომელიც პასუხისმგებელია ძილისა და სიფხიზლის რეგულირებაზე), შესაბამისად, ღრმა ძილის პერიოდი 30%-ით იკლებს. ადამიანი უფრო გაღიზიანებული და დეზორიენტირებული ხდება, ვინაიდან ამ დროს მასზე მიწიერი პროცესები, მაგალითად, მიზიდულობა უფრო ძლიერ გავლენას ახდენს.

 

  1. ქალის კრიტიკული დღეები

 

ქალის მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა, დაახლოებით, 28 დღეა, მთვარის ციკლი კი 29,5 დღე გრძელდება. გაუგებარია რატომ, მაგრამ ქალების 30 პროცენტს მენსტრუაცია სავსე მთვარის პერიოდში ეწყება. სავსემთვარეობა არის დრო, როდესაც სამყარო ენერგიის მაქსიმალურ რაოდენობას აგროვებს, რომლისგანაც უნდა გათავისუფლდეს. ჩვეულებრივ, წინამენსტრუალური სინდრომი ამ პერიოდში განსაკუთრებით მწვავდება.

 

  1. ბავშვის ჩასახვა

 

უძველესი დროიდან ადამიანები მთვარეს ნაყოფიერებას უკავშირებდნენ და, მართლაც, მთვარე ნამდვილად მოქმედებს ჩასახვის უნარზე, რაც დამოკიდებულია ამა თუ იმ ფაზაზე. ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ ქალის ნაყოფიერება მთვარის ციკლიდან გამომდინარე იცვლებოდა. ხელსაყრელი დღეების გაანგარიშება მთვარის ფაზისა და მომავალი დედის შესახებ პირადი ინფორმაციის გათვალისწინებით ხდებოდა. მთვარის ფაზა, როდესაც ქალი დაიბადა, ჩასახვისთვის ყველაზე ხელსაყრელ პერიოდად ითვლებოდა.

 

  1. მთვარის დაბნელება და საკვები

 

ინდოელი იოგა სადჰგურუ ამტკიცებდა, რომ მთვარის დაბნელების დღეს მომზადებული საკვების მიღება კატეგორიულად აკრძალულია. ასეთი საკვები „მკვდარია“ და სხეულში მოხვედრისას აუცილებლად წაგართმევთ ძალასა და სასიცოცხლო ენერგიას. მთვარის დაბნელება კანონზომიერი ფაქტია! ეს ხდება მაშინ, როდესაც მთვარე დედამიწასა და მზეს შორის დგება.

 

ამ დროს მზის სხივები ჩვენი ენერგიით მომარაგებას წყვეტენ, რაც იწვევს სიცოცხლისუნარიანობის შესუსტებას. სადჰგურუს თქმით, დაუშვებელია დაბნელების დღეს საკვებისა და წყლის სახლის გარეთ დატოვება, რადგან ეს მათ საკვებად და სასმელად უვარგისს ხდის.

 

  1. შფოთვა და ნეგატივი

 

მთვარის დაბნელებისა და სავსე მთვარის დროს ადამიანები ემოციურად არასტაბილურები ხდებიან. სწორედ ამ დროს ფიქსირდება სამსახურსა და სახლში კონფლიქტების უდიდესი რაოდენობა. თუ ამჩნევთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში თავს ვერ აკონტროლებთ, შეეცადეთ, მინიმუმამდე დაიყვანოთ კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, ვინც „გაბრაზებთ“ და მეტი უნდა დაისვენოთ. დალიეთ ნერვული სისტემის სტიმულატორები, მაგალითად - ჩაი ან ყავა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი