logo_geo
ამ მამაკაცის ქალიშვილები შოკში ჩავარდნენ, როდესაც გაიგეს თუ რის ფასად მისცა მამამ მათ განათლება. ისტორია, რომელიც გულს აგიჩუყებთ
- +

27 იანვარი. 2021. 23:09

 

 

ღია საუბარში მამაკაცმა, კორესპონდენტს გულწრფელად მოუყვა, რომ ყოველთვის რცხვენოდა თავისი ყოფის და არ უნდოდა, რომ მის შვილებსაც გაევლოთ ის გზა, რომლის გავლაც მას მოუწია.

 

“ არ მინდოდა, რომ ჩემი ქალიშვილებისთვის ზემოდან შეეხედათ, ისე, როგორც მე მიყურებდნენ ხოლმე. ხალხი ყოველთვის მამცირებდა. სწორედ ამიტომ, მზად ვიყავი დამეხარჯა უკანასკნელი გამომუშავებული პენი ჩემი შვილების განათლებისთვის. მე არასოდეს მიყიდია ჩემთვის ახალი ტანსაცმელი, ამის ნაცვლად ფულს წიგნებისთვის ვინახავდი."

 

 

ყველაზე გასაოცარი ამ ისტორიაში კი ისაა, რომ მამაკაცი თავის შვილებს პროფესიას უმალავდა. როდესაც ერთხელ უმცროსმა ქალიშვილმა ჰკითხა სად მუშაობო, მან პასუხს თავი აარიდა და უპასუხა, რომ სხვადასხვა სამუშაოები ჰქონდა.

 

იმისათვის, რომ გოგონებს არაფერი ეეჭვათ, იდრისი ყოველ დღე, სანამ სახლში მივიდოდა, საზოგადოებრივ საპირფარეშოში ხელებს და ფეხებს კარგად იბანდა, რომ არაფერი შეტყობოდა.

 

ერთხელ ჯანმრთელობის გაუარესების გამო იდრისმა ვერ შეძლო სამსახურში გასვლა. ეს ზუსტად მასინ მოხდა, როდესაც კოლეჯში სემესტრის გადასახადი უნდა დაეფარა. მამაკაცი ნაგვის ურნასთან იჯდა და ტიროდა. იცოდა, რომ თუკი ამ თანხას ვერ იშოვიდა, ყველაფერი წყალში ჩაეყრებოდა. საღამოს კი ყველაფერი შეიცვალა. იდრისის თანამშრომლები მასთან სახლში მივიდნენ და გაუწოდეს ის თანხა, რაც შეაგროვეს ერთ დღეში. ერთ-ერთმა მისმა კოლეგამ ეს ფაქტი ახსნა იმით, რომ მათი კოლექტივი ოჯახივითაა და გაჭირვების ჟამს არაფერი ენანებათ.

 

იმ დღემ შეცვალა იდრისის ცხოვრებაში ყველაფერი. როგორც იქნა მოიკრიბა ძალები და ქალიშვილებს თავისი სამსახურის შესახებ ყველაფერი უთხრა. ამ შემთხვევის შემდეგ წლები გავიდა, გოგონებმა მიიღეს განათლება და მამას მუშაობის უფლებას აღარ აძლევენ, თვლიან რომ ახლა თვითონ უნდა იზრუნონ მასზე.

 

იდრისის კოლექტივისთვის კი მათი სახლის კარი ყოველთვის ღიაა. “ თუკი ყველა ეს ადამიანი მზად იყო, ერთი დღე საკვების გარეშე გაეტარებინათ იმისათვის, რომ ჩვენ დაგვხმარებოდნენ, ახლა უნდა ილოცონ, რომ ყოველთვის შეგვეძლოს მათი დახმარება და გამოკვება ყოველ დღე"- ამბობს იდრისის ერთ-ერთი ქალიშვილი.

 

 

იდრისი კი ამაყი და ბედნიერია იმის გამო, რომ თავისი ოცნება აისრულა და ასეთი გამგები და კეთილი შვილები გაზარდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი