logo_geo
ბიჭი ქათმით ხელში- სოხუმი
- +

10 აპრილი. 2017. 20:51



სოხუმის სანაპიროზე, ბრეხალოვკის სიახლოვეს დგას პატარა ბიჭის სკლუპტურა ქათმით ხელში. ბიჭს ჩიკი ჰქვია. ის აფხაზი მწერლის, ფაზილ ისკანდერის მოთხრობის პერსონაჟია. სკულპტურაზე ამოტვიფრულია ციტატა ნაწარმოებიდან - „ჩიკს შეეცოდა ქათამი... ის ისეთი თეთრი იყო!".


სკულპტურის ავტორი ახალგაზრდა სოხუმელი ხელოვანი არხიპ ლაბახუაა. ამბობს, რომ პატარა გმირზე შექმნილი მოთხრობებიდან მისთვის ყველაზე ემოციური სწორედ ეს სცენა იყო, როცა ბიჭმა უარი თქვა ქათმის დაკვლაზე, თუმცა მანამდე არაერთისთვის მექანიკურად მოუკვეთია თავი. ჩიკი სანაპიროზე 2011 წლიდან დგას.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი