logo_geo
„მსუქანი კაცი კვდება“ - მარადონას ექიმის აუდიოჩანაწერი გასაჯაროვდა
- +

2 თებერვალი. 2021. 17:10

 

 

დიეგო მარადონას გარდაცვალებიდან 2 თვის შემდეგ, პრესაში მისი ექიმის ლეოპოლდო ლუკესა და ფსიქიატრ აგუსტინა კოსაჩოვს შორის სატელეფონო საუბრის რამდენიმე აუდიო გავრცელდა, რამაც აზრთა სხვადასხვაობა და დიდი დისკუსიები გამოიწვია.

 

საუბრის ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ექიმი დიეგოს რამდენიმე მომენტში არცთუ სასიამოვნოდ მოიხსენიებს. ასევე, არის რამდენიმე შეტყობინება, რომელთა ირგვლივაც გამოძიებას კითხვები გაუჩნდა.

 

„არ ინერვიულო, უკვე მაგისტრალზე ვარ. იქ ვიქნები... როგორც ჩანს, ის მოკვდა. შეატყობინეთ ყველას, რომ ის გარდაიცვალა“, - ლუკეს პირველი შეტყობინება ზედმეტად ცივი ტონით იყო გაგზავნილი. მისმა ასეთმა გულგრილმა დამოკიდებულებამ საზოგადოება გააღიზიანა.

 

შემდეგ ლუკემ განაგრძო: „როგორც ჩანს, მას გული გაუჩერდა. მსუქანი კაცი კვდება. წარმოდგენაც არ მაქვს, რა გააკეთა. უკვე მივდივარ, იდიოტო“.

 

„ჩვენ ეს ხელით გავაკეთეთ. ახლა ისინი გუნდთან ერთად არიან, ცდილობენ, ის გააცოცხლონ. ჩვენ ამას 10-15 წუთის განმავლობაში ვაკეთებდით, რადგან სასწრაფო დახმარებამ მოსვლა დააგვიანა“, - უპასუხა კოსაჩოვმა და აუხსნა მას, თუ როგორ ცდილობდნენ დიეგოს გადარჩენას, მაგრამ უშედეგოდ.

 

ლუკე: „მესმის, მაგრამ მაინტერესებს, ისინი ახლაც ცდილობენ მის გადარჩენას? მითხარით, პულსი აღუდგა თუ არა? ამის ცოდნა მსურს, გული ისევ უცემს? თუ, შენ ნახევარი საათის განმავლობაში CPR-ზე (ხელოვნური სუნთქვა) ხარ, ე. ი. ფაქტობრივად მკვდარი ხარ. აი ამის ცოდნა მინდა“.

 

 

კოსაჩოვი: „არა, ჩვენ ოთახში შევედით, იქ სიცივე იყო. მისი რეანიმაცია დავიწყეთ, ამან მას ცოტა პულსი დაუბრუნა, სხეულის ტემპერატურამ ოდნავ მოიმატა. ეს ყველაფერი დაახლოებით 10 წუთი გრძელდებოდა. მას ხელოვნურ სუნთქვას ვუტარებდით. შემდეგ სასწრაფოც მოვიდა. შემდეგ მათ განაგრძეს. ისინი არ გვეუბნებოდნენ, რა ვითარება იყო. შემდეგ ოთახიდან გავედი“.

 

ლუკე: „კარგი, კარგი. და ბოლო კითხვა... უკვე მოვდივარ, 40 წუთის შემდეგ მანდ ვიქნები. რაღაც მომენტში თქვენ მის პულსს გრძნობდით, თუ ის საერთოდ არ ჰქონია? ვგულისხმობ, აღუდგა თუ არა საერთოდ მას პულსი?

 

ამ მომენტში ფსიქიატრმა კოსაჩოვმა გადაწყვიტა, ლუკესთვის პასუხი ტექსტური შეტყობინებით გაეცა - ის არწმუნებდა ექიმს, რომ დიეგო იმ მომენტში უკვე გარდაცვლილს ჰგავდა.

 

ხსენებული ჩანაწერები Infobae-მ გაავრცელა. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინეს მარადონას გარდაცვალების რეალური მიზეზი. შესაძლოა ლუკეც და კოსაჩოვიც მალე დაკითხვაზე გამოიძახონ.

 

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ლუკეს სახლი და საავადმყოფო გაჩხრიკეს და მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და დოკუმენტაცია ამოიღეს. გამოძიების დაწყების მიზეზი კი მარადონას ქალიშვილის ჩვენება გახლდათ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი