logo_geo
გასაოცარი ისტორია ბიჭზე, რომელიც 10 თვე კომაში იყო და პანდემიის შესახებ არაფერი იცის
- +

7 თებერვალი. 2021. 20:44

 

ინგლისელმა თინეიჯერმა, რომელიც 10-თვიანი კომიდან გამოვიდა და ახლა რეაბილიტაციას გადის, კორონავირუსის პანდემიის შესახებ არაფერი იცის. კომაში ყოფნისას ის ვირუსით ორჯერ დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

 

19 წლის ჯოზეფ ფლავილს გასულ წელს, პირველ მარტს სეირნობისას მანქანა დაეჯახა და ტვინის მძიმე ტრავმული დაზიანება მიიღო. ამ ამბიდან სამი კვირის შემდეგ, ბრიტანეთში “ლოქდაუნი” გამოცხადდა. ჯოზეფი კი თვეების განმავლობაში კომაში იყო. როგორც ექიმები ამბობენ, მან ახლახან დაიწყო რეაგირება.

 

“ჯოზეფმა არაფერი იცის პანდემიის შესახებ, რადგან 10 თვე ეძინა. ახლა იწყებს გამოჯანმრთელებას და ისიც კი არ ვიცით, საერთოდ რა ახსოვს თავისი ცხოვრებიდან. ერთი წლის წინ ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, რა უნდა მომხდარიყო მსოფლიოში, ვფიქრობ, არ დავიჯერებდი და წარმოდგენა არ მაქვს, შეძლებს თუ არა ჯოზეფი იმის გაგებას, თუ რა გადავიტანეთ ჩვენ, ყველამ“, – ამბობს თინეიჯერის დეიდა, სალი ფლავილ სმიტი “გარდიანთან” საუბრისას.

 

ჯოზეფმა კომაში ყოფნისას კორონავირუსი ორჯერ დაამარცხა.

 

http://plus.kvira.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%98%e1%83%ad%e1%83%96%e1%83%94/

 

 

big_banner
არქივი