logo_geo
11 თებერვალს აღმოსავლური ახალი წელია - აი, რა უნდა გააკეთოთ, თუ ოცნებების ხელიდან გაშვება არ გინდათ
- +

8 თებერვალი. 2021. 17:18

 

 

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2021 წლის 11 თებერვალს, თბილისის დროით, 23 საათსა და 7 წუთზე იწყება ლითონის სტიქიის, ინ ენერგიის მატარებელი, თეთრი (ვერცხლისფერი) ფერის ხარის, იაპონურად კი, კამეჩის წელიწადი.

 

აღმოსავლეთში მიიჩნევენ, რომ ხარის წელიწადში ადამიანებში იფურჩქნება ახალი შემოქმედებითი ნიჭი, რომელიც ახლებურად გამოვლენის, პროფესიონალური განვითარებისა და სულიერი განახლების საშუალებას იძლევა. ხარის ენერგია სტაბილურობასთან და სიძლიერესთან ასოცირდება.

 

2021 წელიწადი სამყაროში ხარისთვის დამახასიათებელ თვისებებსა და შესაძლებლობებს, ახალ ინ(პასიური) ლითონის სტიქიის ენერგიებსა და ცვლილებებს შემოიტანს. აღმოსავლეთში, დიდ ყურადღებას აქცევენ სათანადო საახალწლო რიტუალებს და მიიჩნევენ, რომ ახალი წლის დახვედრა მომავალი მმართველის – ხარის შესაბამისი რიტუალებითა და სიმბოლოებით, მეტად კეთილგანაწყობს მას ჩვენ მიმართ და ხელს შეუწყობს მომავალ წარმატებებს. მართალია, ის აღმოსავლური ასტროლოგიით, 11 თებერვალს დგება, მაგრამ, რადგან, ჩვენ ახალ წელს 31 დეკემბერს ვხვდებით და ვზეიმობთ, შეგვიძლია, გარკვეული რიტუალების შესრულებით, სათანადოდ დავიბევოთ ხარის კეთილგანწყობა, ხოლო, 11 თებერვალს კი, თუ სურვილი გექნებათ, გაიმეორეთ ეს რიტუალები და აღმოსავლეთის ქვეყნებთან ერთად, კვლავ შეხვდით ხარის წელიწადის დადგომას.

 

11-ში ღამე გააწყვეთ სუფრა, მიულოცეთ ახლობლებს, გამოსაჩენ ადგილზე დადეთ ხარის ფიგურა. აუცილებლად ჩამოწერეთ სამომავლო საქმეების, სურვილების სია, რომლებიც ხარის წელში გინდა აგიხდეთ.

 

12 თებერვლიდან მთვარე მატებას დაიწყებს და ბევრი ადამიანის ცხოვრება შეიცვლება, მეტად შრომისუნარიანი და მიზანმიმართული გახდებით. მოგინდებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება ან გაგიუმჯობესდებათ კიდეც.

 

იყავით მომართული, რომ ამ დღეს ჩაინიშნოთ ყველა საქმე, შეხვედრა, ქმედება, რაც გინდათ, რომ განხორციელდეს, რათა მეტად წარმატებული, ბედნიერი და ნაყოფიერი წელი გქონდეთ.

 

12 თებერვალს 11:24-მდე და 14 თებერვალს (11:30-დან 19:55-მდე) ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან საქმეებს, შეხვედრებს, თქვენი შრომა ამაოდ ჩაივლის.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი