logo_geo
მოიკლა თუ არა თავი წიფის სარკინიგზო გვირაბის ინჟინერმა გვირაბში დაშვებული შეცდომის გამო?!
- +

9 თებერვალი. 2021. 00:38

 

 

ხშირად საზოგადოებაში ამა თუ იმ მიზეზის გამო კონკრეტული ისტორიული ფაქტი მახინჯდება.

 

 

ერთ-ერთი მათგანია მითი წიფის სარკინიგზო გვირაბის მშენებელზე, რომელმაც თითქოს გვირაბის ორი ბოლოს ერთმანეთთან არასწორად შეერთების გამო თავი მოიკლა, შემდეგ კი იქვე დაასაფლავეს და ობელისკიც მის საფლავზე აღმართეს.

 

 

იმ პერიოდში, გვირაბის საქმეების თაღლითობის გამო, მართლაც მოუკლავს თავი თბილისში ერთ-ერთ ინჟინერს. სწორედ ეს ფაქტი დაედო საფუძვლად ხალხში გავრცელებულ ამბავს.

 

 

სინამდვილეში კი ამ ძეგლის ისტორია ასეთია:

 

 

სურამის უღელტეხილი რთული უბანი იყო სარკინიგზო მიმოსვლისთვის, რამაც დღის წესრიგში დააყენა გვირაბის გაყვანის საკითხი. მთავარ სამუშაოთა მწარმოებელი იყო პოლონელი ინჟინერი ფერდინანდ რიზევსკი.

 

 

გვირაბის მშენებლობა რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ მოინახულა. ორი გვირაბის ერთმანეთთან დაკავშირება მეფის იქ ყოფნის დღეს 11ოქტომბერს უნდა დაემთხვიათ, თუმცა ვერ მოხერხდა.

 

 

საგზაო მინისტრს რიზევსკისთვის უსაყვედურია საზოგადოებაში კი ელვის სისწრაგით გავრცელდა ჭორი: რაკი დათქმულ ვადაში სამუშაო ვერ შესრულდა რიზევსკიმ თავი მოიკლაო.

 

 

მალე ყველაფერი გაირკვა, მაგრამ ინჟინერის თვითმკვლელობაზე გავრცელებულმა ყალბმა ცნობამ უკვე გადააბიჯა კავკასიის ქედს და მთელ იმპერიას მოედო.

 

 

წიფის სადგური.

 

 

ვაჭრებმა გამოყეს თანხა ყველაზე დიდი ნაგებობისთვის, რომელიც კი მეფეს ენახა და დადგეს ობელისკი.

 

"ნოვოე ობოზრენიე" წერდა : " ობელისკი დამზადებულია რუხი გრანიტისგან, შედგება 5 მთლიანი ქვისგან, თითოეული 600-დან 900 ფუთამდე იწონის. იგი გრანიტის კვარცხლბეკზე დგას . წვერზე აქვს მოოქროვილი სფერო, რომელსაც დიდი შავი არწივი აზის. ობელისკის სიმაღლე სამ საჟენზე მეტია".

 

 

ამჟამად ობელისკი გაძარცვულია. წიფის( სურამის) გვირაბის მშენებლობის დასრულების აღსანიშნავად (1890 წ.) მოჭრილია რუსეთის იმპერიის მონეტა. მედალიონი ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული.

 

აღსანიშნავია ერთი ლექსი, რომელიც გალაქტიონმა გადმოცემის თანახმად გვირაბში შესვლის წინ ქალბატონს ექსპრონტად შეუთხზა:

 

"მთები აჭრელდა როგორც ჟირაფი,

 

მატარებელი მიჰქრის ბინდებად,

 

ახლა იწყება წიფის გვირაბი,

 

თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?"

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი