logo_geo
აკადემიური ხარისხის გარეშე დატოვებული მეცნიერი, რომელმაც ბინის ნაცვლად საქართველოს მიხედვა ითხოვა
- +

9 თებერვალი. 2021. 22:54

 

ქვეყანას რომ პირად ინტერესებზე და საკუთარ კეთილდღეობაზე მაღლა აყენებდნენ, ასეთ ადამიანებს ხშირად უნდა ვახსენებდეთ ერთმანეთს

 

ჰოდა, პავლე ინგოროყვას ცხოვრებიდან ერთი ისეთი ეპიზოდი მინდა ახლა გავიხსენო, მე რომ ძალიან მიყვარს და დარწმუნებული ვარ, თქვენც გულს აგიჩუყებთ მისი შეხსენებით:

საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე

უკვე ძალიან მოხუცის, სკლეროზით დაავადებული პავლეს მონახულებას აპირებდა. სამზადისია ინგოროყვების ოჯახში.

ქალიშვილის ქმარი - კინორეჟისორი გუგული მგელაძე შედის-ხოლმე მოხუცთან და "ავარჯიშებს", - შევარდნაძე რომ გკითხავს, ხომ არაფერი გნებავთო? უნდა უთხრა, რომ ბინა გვჭირდება, ბინა! ვიწროდ ვცხოვრობთ-თქო.

ერთხელაც, გუგულიმ პავლეს "გამოცდა" მოუწყო და ვითომ, შევარდნაძე იყო, ოთახში თავად შევიდა.

ზის სავარძელში საყვარელი მოხუცი, გულწრფელი ღიმილით, სუფთა გულით და სინდისით - პავლე ინგოროყვა - რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" დიდი მკვლევარი, "გიორგი მერჩულეს" და კიდევ უამრავი ნაშრომის ავტორი, რომელმაც ხეთური იეროგლიფები გაშიფრა; რომელმაც პირველმა სცადა ძველი ქართული სანოტო სისტემის გაშიფვრა; რომელმაც მოიძია 31 ჰიმნი და 1200-მდე საგალობელი. ზის აკანკალებული მოხუცი-

საბჭოთა ხელისუფლების მიერ აკადემიკოსის ტიტულის გარეშე დატოვებული მეცნიერი, რომელიც სამშობლოს ისე ემსახურა, რომ იმპერიისთვის, რეჟიმისთვის ან სხვა ნებისმიერი ბნელი ძალისთვის ძღვენი არ მიურთმევია...

"შევარდნაძემ" მოიკითხა, გაესაუბრა და გასვლისას მიუბრუნდა:

- ხომ არაფერი გჭირდებათ? ხომ არაფერს ისურვებთ?

პავლემ მიიხედ-მოიხედა და ჩურჩულით ჰკითხა:

-ჩემი სიძე აქ ხომ არ არის?

-არ არის, არა!

- მაშინ საქართველოს მიმიხედე, საქართველოს! ესაა ჩემი სურვილი. მეტი მე არაფერი მინდა!.....

რა ატამი, რი ატამი, რა ბინა, რი ბინა?

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო !

 

http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/134468-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93-/19/

 

 

big_banner
არქივი