logo_geo
რას გვირჩევს დიეტოლოგი ეფექტურად გახდომისათვის
- +

11 თებერვალი. 2021. 02:38

 

 

შვედი დიეტოლოგი სიგნე სვანფელდტი გახდომის მსურველებს ურჩევს ყურადღებით შეისწავლონ პროდუქტების საკვები ღირებულება.

 

სპეციალისტის განმარტებით, მხოლოდ ასე შეიძლება ავირიდოთ თავიდან საკვებში ჭარბი შაქრის, ნაჯერი ცხიმების და სხვა არასაჭირო დანამატების გამოყენება. საკვები ღირებულება, ჩვეულებრივ მითითებულია შეფუთვაზე.

 

"აუცილებელია, რომ მოხმარებულ საკვებს ჰქონდეს მაღალი საკვები ღირებულება. ეს ნიშნავს, რომ ის უნდა გამოირჩეოდეს უჯრედისის, ვიტამინების, მინერალების, ასევე ცილების, ჯანსაღი ცხიმების და ნახშირწყლების მაღალი შემცველობით. შაქრის, ნატრიუმისა და ნაჯერი ცხიმების ოდენობა კი მცირე უნდა იყოს"-განმარტა დიეტოლოგმა.

 

ამას გარდა, გახდომის მსურველებმა სასურველია ნაკლებად იფიქრონ დაკარგულ კილოგრამებზე და უფრო

 

მეტი იფიქრონ რატომ იკლებენ წონაში. "რატომ გინდათ გახდომა? იმისათვის რომ თავს უკეთ გრძნობდეთ, უფრო ენერგიულები იყოთ და გაიხანგრძლივოთ სიცოცხლე? იფიქრეთ არა თავად გახდომაზე, არამედ მიზეზზე, რომელიც ამისკენ გიბიძგებთ. ასე უფრო გაგიმარტივდებათ მიზნის მიღწევა"- ხაზგასმით აღნიშნა სვანფელდტმა.

 

დიეტოლოგი გვირჩევს, ძალიან ბევრი არ ვივარჯიშოთ, რადგანაც ზედმეტი ძალისხმევა

 

შეიძლება საერთოდ არ დაგვეხმაროს. "ბევრი ფიქრობს, რომ გასახდომად აუცილებელია სარბენ ბილიკზე დღეში 2 საათი დგომა. რეგულარული ფიზიკური აქტივობა ძალიან კარგია, მაგრამ გასახდომად ზედმეტ ძალისხმევას აზრი არ აქვს"-აღნიშნა ექსპერტმა. ამის ნაცვლად გახდომის მსურველებმა უნდა იზრუნონ, რომ მათი კვებითი ჩვევები რაც შეიძლება ჯანსაღი იყოს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი