logo_geo
„Netflix“ ტოკიოს ანიმეს სკოლაში სწავლისთვის სასტიპენდიო კონკურსს აცხადებს
- +

16 თებერვალი. 2021. 15:48

 

 

„Netflix“ ტოკიოს ანიმეს სკოლაში სწავლას 10 სტუდენტს სრულად დაუფინანსებს. კონკურსში გამარჯვებულები „Sasayuri Video Training Institute“-ში ექვსი თვის განმავლობაში ისწავლიან.

 

სწავლის სრულად დაფინანსების გარდა, „ნეტფლიქსი“ საცხოვრებელი ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილსაც დაფარავს.

 

კონკურსში მონაწილეობისთვის აპლიკანტი უნდა იყოს 18-25 წლის, მიმდინარე წლის მარტისთვის დამთავრებული ჰქონდეს სკოლა და ცხოვრობდეს იაპონიაში.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იაპონიის მოქალაქეობის არმქონე პირებსაც. აუცილებელი მოთხოვნა არ არის იაპონურის სრულყოფილად ცოდნა. აპლიკანტისთვის საკმარისია, ენას ფლობდეს სასაუბრო დონეზე.

 

სასტიპენდიო პროგრამაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 28 თებერვალი. აპლიკაციის შესავსებად უნდა ესტუმროთ „WIT Animator Academy“-ის ვებგვერდს. 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი