logo_geo
სახალისო და საინტერესო ფაქტები ბოსტნეულზე
- +

23 თებერვალი. 2021. 02:00

 

 

სტაფილოს ისტორია ბოლომდე გარკვეული არაა, ზუსტად არ იციან, როდის და სად დაიწყეს მისი გაშენება, კულტივაცია. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ჯერჯერობით ვერ მიაკვლიეს სტაფილოს სამშობლოს. გავრცელებული მითის თანახმად, შინაური სტაფილო მისი ველური სახეობისაგან მიიღეს. მართალია, გარეული და შინაური სტაფილო ერთმანეთს ჰგავს გემოთი და სუნით, მაგრამ ისინი არ მიიჩნევა ერთი სახეობის წარმომადგენლებად.

 

ვარაუდობენ, რომ სტაფილოს სამშობლო შუა აზიაა, მაგრამ მისი სხვა ადგილებშიც გავრცელება დასტურდება ძვ. წ.-ით რამდენიმე ათასწლეულის წინათ. ძველი ბერძნების, ეგვიპტელებისა და რომაელებისათვის კარგად ყოფილა ცნობილი სტაფილოს შესახებ. ამაზე მეტყველებს ეგვიპტის სამარხებზე ნახატებიც, ვიგებთ, რომ სტაფილოს სამკურნალოდ იყენებდნენ.

 

სტაფილოში ვიტამინების შემცველობის შესახებ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, თუმცა ხედავდნენ, რომ იგი ავადმყოფებსა და დაუძლურებულებს ეხმარებოდა გამოჯანმრთელებაში, აუმჯობესებდა საჭმლის მონელებას, იყო კარგი გამწმენდი საშუალება და დადებითად მოქმედებდა მხედველობაზე.

 

ამბობენ, რომ ტროას ცხენში დამალული მეომრები წინა დღეს უამრავ სტაფილოს მიირთმევდნენ ნაწლავების გასაწმენდად, რადგან ბრძოლისას არაფერს შეეწუხებინა. ეს მხოლოდ ლეგენდაა.

 

ველური სტაფილო პატარა, უხეშკანიანია, მწარე თეთრი ფესვით.

 

შინაური სტაფილო წვნიანია, ტკბილი, ნარინჯისფერი ფესვით. პირველი მოშინაურებული სტაფილო გვხვდება ავღანეთში, 5 000 წლის წინ.

 

რატომ გახდა სტაფილო ნარინჯისფერი?

 

საინტერესოა, რომ ადრე სტაფილო ყოფილა წითელი, შავი, ყვითელი, თეთრი და მეწამული, იისფერი, მაგრამ არა ნარინჯისფერი!

 

თანამედროვე ნარინჯისფერი სტაფილო დაიბადა მე-16-17 საუკუნეებში, ჰოლანდიელი მებაღეების ძალისხმევით, რაც იმ პერიოდის ხელოვნების ნიმუშებით (ბეკელარის, ვტევალის, არსტენისა და სხვათა ტილოებიდან) დასტურდება.

 

  1. არსებობს ერთი დაუდასტურებელი ისტორია, რომ სტაფილოს ახალი ფერი - ნარინჯისფერი უკავშირდება პრინც უილიამის (უილიამ ორანჟის) სახელს, ეს სახეობა მის საპატივცემულოდ გამოიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ნარინჯისფერი სტაფილო ჰოლანდიაში თარიღდება მე-16 საუკუნით, ისტორიკოსების აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, ნარინჯისფერ ფორთოხალთან უილიამ ორანჟს რამე კავშირი ჰქონოდა. ისტორიკოსთა ნაწილმა შექმნა მითი, რომ ბოსტნეულის ასეთი მუტაცია (ნარინჯისფერი) გამოიყვანეს პრინც უილიამისადმი (უილიამ პირველისადმი) პატივისცემისა და მადლიერების გამოსახატად, ესპანეთის წინააღმდეგ ჰოლანდიის აჯანყების წინამძოლობის გამო, რამაც ქვეყანას მოუტანა დამოუკიდებლობა.

 

  1. სხვა ვერსიით, ოსტ-ინდოეთის კომპანიის ვაჭრებმა ჰოლანდიაში სტაფილო ჩამოიტანეს ირანიდან. მე-17 საუკუნეში წითელი და ყვითელი სტაფილოს შეჯვარებით მიიღეს ნარინჯისფერი სტაფილო. ნარინჯისფერი ნიდერლანდების სამეფო ოჯახის - ორანჟი-ნასაუს ფერს შეესაბამება. ოქროს საუკუნის მხატვრები ამ "სამეფო ბოსტნეულს" ხშირად გამოსახავდნენ თავიანთ ნახატებზე. მე-18 საუკუნის ევროპაში სტაფილო მიიჩნეოდა დელიკატესად. ნარინჯისფერი სტაფილო რუსეთში, კარტოფილთან, ბოლოკთან, არტიშოკთან და სხვა ევროპულ ბოსტნეულებთან ერთად, შეიტანა პეტრე დიდმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი