logo_geo
მეცნიერები: Bitcoin-ის მოპოვება დედამიწაზე კლიმატს საფრთხეს შეუქმნის
- +

28 თებერვალი. 2021. 19:51

 

 

კრიპტოვალუტის მაინინგს (მოპოვება) სულ უფრო მეტი ელექტროენერგია სჭირდება, რაც ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის მოცულობას გაზრდის. ამის შესახებ Guardian მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით წერს.

 

Bitcoin-ის მოსაპოვებლად დახარჯული ელექტროენერგიის მოცულობა აჭარბებს რიგი ქვეყნების წლიურ მოთხოვნას, - აცხადებს ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის პროფესორი ბენჟამინ ჯონსი.

 

„ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე ათეულ ტერავატზე, რომელიც ბიტკოინების მიღებაზე იხარჯება“, - აცხადებს ექსპერტი.

 

მკვლევარები მოუწოდებენ სახელმწიფოებს, კრიპტოვალუტის მაინინგზე რეგულაციები დააწესონ, იმისთვის, რომ შეამცირონ მავნე გამონაბოლქვის კვალი ატმოსფეროში.

 

26 თებერვალს Bitcoin-ის ღირებულება 12%-ით შემცირდა.

 

22 თებერვალს ბიტკოინმა რეკორდი კიდევ ერთხელ მოხსნა. CoinMarketCap-ის რეიტინგის თანახმად, ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ფასი ბოლო 24 საათში 7,8%-ით გაიზარდა და 56 000 დოლარს გადააჭარბა, რაც ისტორიულ მაქსიმუმად შეიძლება ჩაითვალოს.

 

50 000 დოლარიან ნიშნულს ბიტკოინმა 16 თებერვალს გადააჭარბა.

 

2017 წლის რეკორდული ნიშნულიდან ($20.000) კრიპტოვალუტის ღირებულებამ მთლიანობაში 83%-ით იკლო. მისი ფასი 4 ათას დოლარს ჩამოსცდა.

 

ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2018 წლის პროგნოზი უფრო ოპტიმისტურად გამოიყურებოდა, მაგრამ რეგულაციებმა ფასი 3-ჯერ შეამცირა. 2020 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 12 წლის გახდა.

 

 

big_banner
არქივი