logo_geo
რა შეუძლია ისწავლოს ნებისმიერმა მამაკაცმა კაილი ჯენერისგან
- +

7 მარტი. 2021. 22:09

 

უძველეს ჩინურ სამხედრო ტრაქტატს "36 სტრატაგემის"კითხვისას, დარწმიუნდებით, რომ ეს არის ცხოვრების ნამდვილი სკოლა.

 

 

გაგიკვირდებათ, სად ჩინური სამხედრო ტაქტიკა და სად კაილ ჯენერი, მაგრამ თუ ასოციეციებს გაჰყვებით, მიხვდებით, საიდანაა მისი ქონება 900 მილიონ დოლარამდე. კაილი ჯენერის ნაცვლად, რომ ნებისმიერიუ მილიარდელის ცხოვრება აიღოთ და განიხილოთ, ამავე სტრატაგემებს მიჰყვება, მაგრამ მოდით, ჯერჯერობით არ შევეხოთ ქართველ მილიარდელებს და ისევ კაილის ცხოვრება განვქექოთ დიდი ხის კოვზით, ან თუნდაც რკინის კოვზით, სულერთია, რომელიც უფრო ახლოს გაქვთ.

 

კაილი ჯენერი მალე მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გახდება. მისი ცხოვრებიდან ხუთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული გაკვეთილი შეიძლება ისწავლო, რომელიც ზუისტად ემთხვევა რამდენიმე ჩინურ სტრატაგემს.

 

კაილი სულაც არ ყოფილა ისეთი მარტივი და ქარაფშუტა, როგორ გარეგნულად ჩანს.

 

გადახედეთ უძველეს ჩინურ სამხედრო ტრაქტატს "36 სტრატაგემს" იმის გასაგებად, თუ რა ჭკვიანური ხრიკებით შეძლო ოცი წლის, რეალითი შოუს ვარსკვლავმა მტრების გვერდის ავლა. ხუთი ტექნიკა განსაკუთრებით სასწრაფოდ გასათვ ალისწინებელია

 

  1. 1. სტრატაგემი -ღიმილის უკან ხანჯლის დამალვა

 

მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო ტუჩებს ილოკავს, სოციალურ ქსელებში მათ კარდაშიან-ჯენერევის ფოტოებს ათვალიერებს და შურს მათი სიმდიდრის, დები ფულის შოვნას აგრძლებენ. დიახ, გარედან ადამიანებს ვერ შეაფასებ. რაც არ უნდა იფიქროთ, რომ ამ ქალებს ცხოვრებაში არაფერი აქვთ საკეთებელი, თუ ინსტაგრამზე დღეში სამ სელფს აქვეყნებენ. ალბათ, ეს ყველაფერი გრანდიოზული გეგმის ნაწილია.

 

 

  1. სტრატაგემი - გაიმეტეთ ქლიავი ატმის გადასარჩენად

 

 

კაილიმ ტუჩები დაიბერა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობა იტყვის, რომ ტუჩები მისი ბრენდის ძირითადი მარკეტინგული ნაწილია, ისინი უბრალოდ ქლიავია. დასკვნა ისაა, რომ თავდაპირველად კაილიმ დაიფიცა, რომ ტუჩები ნამდვილია და მოცულობის საიდუმლო სწორ პომადაში და მისი გამოყენების უნარებშია. ნახევარი მსოფლიო კოსმეტიკური მაღაზიებისკენ გაეშურა, როგორც კი გოგონამ პომადისა და ტუჩის სიპრიალის პირველი პარტია გამოუშვა საკუთარი ბრენდით.

 

დიდიხნით ხალხის მოტყუება შეუძლებელია და კაილიმ ყველაფერი აღიარა, ხოლო მეორე დღეს ტუჩებიდან მთლიანად ამოიღო შემავსებელი გელი. და ყველაფერი ატმის გადასარჩენად. ეს არ არის ის, რაც თქვენ იფიქრეთ, ეს არის მხოლოდ ბრენდისადმი ნდობის შენარჩუნება და კლიენტების პატივისცემა. უფრო მეტიც, ასე დაიწყო კაილიმ ბუნებრიობის მოდის ახალი ეტაპი. ჩვენ კი კარგად ვიცით, თუ რამდენად უყვართ გოგონებს აშშ-ში, როდესაც ვინმე მათ ბუნებრივ სილამაზეს იცავს .

 

 

3.სტრატაგემი - გადააგდეთ აგური, რომ მიიღოთ ნეფრიტი

 

 

ინფორმაციისთვის: ნეფრიტი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი ქვაა. მის შესახებ ცნობები 7000 წელს ითვლის, განსაკუთრებით დიდ პატივს სცემენ ლათინურ და ჩინურ კულტურაში, სადაც ნეფრიტი ოქროზე ძვირად უღირთ.

 

 

ზოგჯერ, წინ ნაბიჯის გადასადგმელად მსხვერპლის გაღება უნდა შეგეძლოს. საოცნებო სამუშაოს გულიანად მოსაძებნად ჯერ უნდა დატოვოთ სამუშაო, რომელიც გაქვთ. ძალიან კარგი სტატიის დასაწერად, ხშირად უნდა წაშალოთ ყველაფერი და თავიდან დაიწყოთ. იმისათვის, რომ იპოვოთ იდეალური პარტნიორი, უნდა დაემშვიდობოთ მას, ვისაც ვერ ეგუებით.

 

კაილიმ გადააგდო აგური - გაუშვა თავისი ცხოვრებიდან აწ უკვე ყოფილი შეყვარებილი ტიგა, და შეხვდა ახალ მეგობარს (და მისი შვილის მამას) ტრევის სკოტს - ნამდვილ ნეფრიტს. პირველს აქვს საეჭვო შემოქმედება და კლებადი კარიერა, მეორეს აქვს პატივისცემა და პოპულარობა.

 

 

4.სტრატაგემი - სტუმრის როლის მასპინძლის როლად გადაკეთება

 

კაილი საკმაოდ ლამაზად შეიჭრა სილამაზის ინდუსტრიაში. ამ ინდუსტრიაში მას თავიდან სერიოზულად არ აღიქვამდნენ. ცოტა ვიცით ცნობილი სახე, ვინც ნაწარმს საკუთარი სახელით უშვებს, მაგრამ კაილიმ ყველაფერი გააკეთა. ერთი მილიარდის ნიშნულს ათწლეულების შემდეგ დაადგნენ სილამაზის გიგანტები, როგორიცაა Estée Lauder და L'Oréal. Kylie Cosmetics- ის ბრენდი მხოლოდ სამი წლისაა და მისმა საბაზრო ფასმა უკვე გადააჭარბა 900 მილიონ დოლარს.

 

 

ყურადღება არ მიაქციოთ იმ ადამიანებს, ვინც სათანადოდ ვერ გაფასებთ. მასპინძელი რომ გახდეთ, საჭიროა ამოიქოქოთ და ფეხიც დააჭიროთ მასპინძლებს.

 

5.სტრატაგემი - გიჟი ითამაშე, მაგრამ რეალურად ბრძნი უყავი. ~ სავარაუდოდ ამ სტრატაგამს ძალიან ჰგავს კონსტანტინე გამსახურდიას "ბრძენი უნდა იყო და შლეგად მოაჩვენო ადამიანებს თავი" . საოცარი დამთხვევაა, მაგრამ ალბათ ძალიან გამოსადეგი, რაკი ათასწლეულების შემდეგაც იგივე რჩევა მოგვცა დიდმა ქართველმა მწერალმაც.

 

ტუჩების, ჰიპერტროფიული თეძოების და უხარისხო სატელევიზიო შინაარსის ყველა ეს ისტორია კაილის (და მთელი მისი ოჯახისთვის) აბსოლუტური სისულელის აურს ქმნის. ადამიანები უყურებენ გოგონებს, როგორც მაიმუნებს ზოოპარკში: იცინიან, დასცინიან, ხუმრობენ მათი ვიწრო აზროვნების შესახებ, ქმნიან მიმებს, განიხილავენ მათ უცნაურ საჯდომებს.

 

ცოტამ თუ შეამჩნია, რომ ამ ყველაფრის უკან თანამედროვე პოპკულტურის ლამის უკვე მთავარი ინფლუენსერი დგას. კაილის Snapchat ანგარიში ერთ დროს მთავარი ტრამპლინი იყო მონდომებული მუსიკოსებისთვის - თუ დღეს თქვენი ტრეკი მის სიახლეებშია, მაშინ ხვალ ის Billboard- ის ჩარტში იქნება.

 

 

მან მთელი მსოფლიო ატირა შვილზე მშობიარობის ვიდეოთი და იმავდროულად შეიქმნა სამაგალითო დედის იმიჯი, რომელსაც მიბაძავს თითქმის ყველა ოცი წლის გოგონა, როცა აღმოჩნდება მსგავს სიტუაციაში.

 

ამასობაში მისმა, ერთი შეხედვით, არაკეთილსინდისიერმა კომპანიამ თითქმის მილიარდი გამოიმუშავა.

 

გამოიტანეთ საკუთარი დასკვნები და იკითხეთ სომხური არა, არამედ უძველესი ჩინური სამხედრო ტრაქტატი "36 სტრატაგემი"

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი