logo_geo
კვირის დღეების ასტროპროგნოზი
- +

9 მარტი. 2021. 21:01

 

 

ორშაბათი

 

მოერიდეთ ახალ კავშირებს, ფინანსურ ოპერაციებს, კონფლიქტურ სიტუაციებს. კარგია სამეცნიერო კვლევა. ატარეთ ყვითელი, კრემისფერი, მწვანე, ყავისფერი ან ნაცრისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი ან მარჯანი. ნუ დაუჯერებთ სიზმრებს. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კანი.

 

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის;

 

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის.

 

სამშაბათი

 

მოერიდეთ მცენარეების დარგვა-გადარგვას. კარგია ტექნიკის შეძენა, საქმიანი შეხვედრები. ატარეთ წითელი, კრემისფერი, ყვითელი, ცისფერი ან ვერცხლისფერი სამოსი; ქვბიდან კი – საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ციტრონი ან ძოწი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული სისტემა, ფეხის კუნთები, თვალები.

 

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის;

 

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის.

 

ოთხშაბათი

 

გეომაგნიტური დღე

 

მოერიდეთ მშენებლობის დაწყებას, საიდუმლოს გათქმას, მცენარეების დარგვას. ატარეთ წითელი, კრემისფერი, ყვითელი ან ვერცხლისფერი სამოსი; ქვებიდან კი – საფირონი, ძოწი, ტურმარინი, გიშერი ან გიაცინტი. სიზმრები ახდება. სუსტდება თვალები, ნერვული სისტემა, ფეხის კუნთები.

 

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის;

 

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის.

 

ხუთშაბათი

 

კარგია ადრე დაწყებული საქმეების დასრულება, სახლის მშენებლობის დაწყება, სამეცნიერო კვლევა, ვაჭრობა. ატარეთ ცისფერი, ლურჯი, იისფერი, მწვანე ან ვერცხლისფერი სამოსი; ქვებიდან კი აკვამარინი, ძოწი, მარგალიტი, მარჯანი ან სერდოლიკი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება თვალები, ნერვული და ლიმფური სისტემა, ტერფები.

 

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის;

 

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის.

 

პარასკევი

 

გეომაგნიტური დღე

 

ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. მოერიდეთ ახალი ნივთების შეძენას. კარგია ექიმთან კონსულტაცია. ატარეთ მწვანე, იისფერი, კრემისფერი, ლურჯი ან ვერცხლისფერი სამოსი; ქვებიდან კი – მარგალიტი, ლაზურიტი, გიშერი, მარჯანი ან აკვამარინი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, ტერფები.

 

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის;

 

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის.

 

შაბათი

 

გეომაგნიტური დღე

 

ამ დღეს ახალმთვარეობაა – მძიმე კოსმიური ენერგიების დღე. იყავით ფრთხილი. მოერიდეთ კონფლიქტებს, აგრესიის გამოხატვას. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. ატარეთ თეთრი, ყვითელი, იისფერი ან ლურჯი სამოსი; ქვებიდან კი – გიშერი, აქატი, მარგალიტი ან მარჯანი. ნუ მიაქცევთ ყურადღებას სიზმრებს. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, ტერფები.

 

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის;

 

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის.

 

კვირა

 

ნუ დახარჯავთ დროს უქმად. მოერდიეთ თმის შეჭრას, სასიყვარულო კავშირებს. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი; ქვებიდან კი – ლალი, იაგუნდი, ძოწი, წითელი იასპი ან ფირუზი. სიზმრები არ ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, გრძნობათა ორგანოები, ცხვირი.

 

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის;

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი