logo_geo
რა თვისება აქვს ენდროს - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!
- +

17 აპრილი. 2017. 00:01


 

ენდრო საქართელოში ძირითადად აღდგომასთან და კვერცხის წითლად შეღებვასთან არის ასოცირებული. მისი ფესვები, რომელიც აღდგომის წინა დღეებში თითქმის ყველგან გვხვდება გასაყიდად გამოტანილი, ყველასთვის ნაცნობია, მიწის ზემოთ კი მისი გარჩევა ცოტას თუ შეუძლია.



ბევრმა არც ის იცის, რომ გარდა საღებავისა, ენდროს სამკურნალოდაც იყენებენ.


იგი შეიცავს ვაშლის, ლიმონის, ასკორბინისა და ღვინის მჟავას, პექტინებს, შაქარს, ცილებსა და სხვა ნივთიერებებს. სამკურნალო მიზნით გამოიყენება ენდროს ფესურა და ფესვი. ნედლეულს ამზადებენ მარტის ბოლოდან აპრილის პირველ ნახევრამდე ან აგვისტოს დასაწყისიდან ყინვების დადგომამდე. ფესვს იღებენ, ასუფთავებენ მიწისა და გაუხეშებული ნაწილებისგან, არ რეცხავენ, აშრობენ საშრობში 45 °C-ზე ან მოჩრდილულ ადგილზე. ასე შენახული პროდუქტის გამოყენების ვადა 2 წელია.



კლინიკური კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ ენდროს ფესვები საკმაოდ ეფექტურია თირკმელკენჭოვანი დაავადებების დროს. მას გააჩნია ასევე ოფლმდენი, შარდმდენი და სპაზმოლიტური მოქმედება. ენდროს საფუძველზე დამზადეულ წამლებს იღებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, სიყვითლის, ყაბზობის, ენურეზის (ღამით შარდის შეუკავებლობა), პოდაგრასა და პოლიართრიტის დროს.


ხალხურ მედიცინაში ენდროს ფესურის ნაყენით მკურნალობენ ელენთის ანთებას, მენსტრუალური ციკლის დარღვევას. მცენარეს იყენებენ ასევე დამხმარე საშუალებად ძვლის ტუბერკულოზის კომპლექსური მკურნალობის დროს.



მეხსიერების დაქვეითებისა და სიყვითლის დროს რეკომენდებულია ფესურის ფხვნილისა და თაფლის ნარევის მიღება.


ენდროზე დამზადეულ სამკურნალო საშუალებებს იყენებენ პიგმენტური ლაქების გასაღიავებლად, წყლულებისა და დერმატომიკოზების სამკურნალოდ. ფესურის ნახარშს გარეგანად იყენებენ კანის კიბოს სამკურნალოდაც.


ნაყენი: 200 მლ. გამოხდილი წყალი გააცხელეთ 80-85 გრადუსამდე, ჩაყარეთ მასში 20 გ. მშრალი ფესვი, დააყოვნეთ 2-3 საათით და გაწურეთ. მიღებული ნაყენი მიიღეთ ყოველი ჭამის შემდეგ 75 მგ-ის ოდენობით. აღნიშნული პრეპარატი შეუცვლელია შარდმდენი გზების დაავადებების დროს.



ნახარში კომპრესებისთვის: 10 გ. დაქუცმაცებულ ფესვებს აასხით 100 მლ. წყალი და ადუღეთ ორთქლის აბაზანაზე 10-15 წუთი. შემდეგ გააგრილეთ და გაწურეთ. იგი არეგულირებს ეპიდერმისის ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. მისი გამოყენება შეიძლება ასევე რევმატიზმის, პოდაგრასა და პოლიართრიტის დროს. აღნიშნული ნახარშის მიღება ხდება ჭამის წინ, დილით და საღამოს, ნახევარი ჩაის ჭიქის ოდენობით.


ენდროს ექსტრაქტი: ექსტრატით მკურნალობა ეფექტურია თირკმელ-კენჭოვანი დაავადებების, საშარდე გზების ინფექციისა და სხვა დაავადებების დროს. პრეპარატის მიღების დროს შარდი წითელ შეფერილობას იღებს, მაგრამ ეს ნორმალური მოვლენაა. ხოლო თუ შარდი ძალიან კაშკაშა წირელი გახდა, ენდროს ექსტრაქტის მიღება დროებით უნდა შეწყდეს.


ენდროს ფესვის ახალგამოწურული წვენი ეხმარება რაქიტისა და დისმენორეას (მტკივნეული მენსტრიაცია) დროს.


უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ენდროზე დამზადებულ პრეპატარების ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას ტკივილი და გამწვავდეს ქრონიკული უროლოგიური დაავადებები.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი