logo_geo
როგორ ავიცილოთ თავიდან ბავშვთა ნევროლოგიური დარღვევები
- +

19 აპრილი. 2017. 01:14



ბავშვთა ნევროლოგია მოიცავს ნევროლოგიურ დარღვევებს მათ დიაგნოსტიკას და მართვას. მასში შედის თავის ტვინის, ზურგის ტვინის, პერიფერიულ ნერვული სისტემის, კუნთებისა და სისხლძარღვების ზოგიერთი პათოლოგია.


ნერვულ სისტემის განვითარებაზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს. ეს შეიძლება იყოს ბიოლოგიური ფაქტორი, როგორიცაა გენეტიკა. ამ შემთხვევაში, სხვადასხვა ნიშან-თვისების გადაცემა ხდება გენებით. ასევე, ნერვული სისტემის განვითარებაზე გავლენას ახდენს გარემო ფაქტორები, როგორიცაა სოციალურ-ეკონომიკური პირობები, ოჯახური გარემო.


დარგი ბავშვთა ნევროლოგია ფართო სპექტრის დაავადებებს მოიცავს და შესაბამისად, ექიმებსაც სხვადასხვა ჩივილით მიმართავენ.


განსაკუთრებით ხშირი ჩივილი თავის ტკივილია. თავის ტკივილებიდან ძირითადად გვხდება შაკიკი, დაძაბვის თვის ტკივილი, რომელსაც არ უდევს საფუძვლად ნერვული სისტემის ან თავის ტვინის რაიმე დაზიანება. ასევე, ხშირია მოტორული ტიკები, მეტყველების დარღვევები და გულყრის სხვადასხვა ფორმები.


გარკვეული ნევროლოგიური დარღვევების თვიდან აცილება შესაძლებელია. დედის ჯანმრთელი ორსულობა, ბავშვის ადრეული ზრდა-განვითარების ხელშეწყობა, სწორი კვებითა და სწორი რეჟიმით, დიდ გავლენას ახდენს ჯანმრთელი ნერვული სისტემის ჩამოყალიბებაზე.


ნევროლოგიაში ხშირად გვხვდება რთულად სამკურნალო დაავადებები, როგორიცაა, მაგალითად: თავის ტვინის სიმსივნეები; ეპილეფსიის ზოგიერთი ფორმა, რომელიც მიმდინარეობს რეზისტენტულად, ანუ არ ემორჩილება მედიკამენტურ მკურნალობას და განვითარებაზე სერიოზულ გავლენას ახდენს; ცერებრული დამბლა, რომლის საბოლოო განკურნება რაიმე მედიკამენტით შეუძლებელია, რადგანაც თავის ტვინი დაზიანებულია და ინტენსიური მუშაობაა საჭირო. მდგომარეობის გამოსწორება დამოკიდებულია რეაბილიტაციურ და ფიზიკურ თერაპიაზე, რაც უფრო ინტენსიურია ვარჯიშები, მით უფრო უმჯობესდება სიტუაცია. თუმცა, საბოლოო განკურნება ვერ ხერხდება, მაგრამ ბავშვს გარკვეული უნარ-ჩვევები გამოუმუშავდება.


ძილის, საკვების და ყოველდღიური რეჟიმის მოწესრიგება ბავშვის განვითარებაზე და მის ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას. ბავშვი ადრეულ პერიოდშივე უნდა მიეჩვიოს თავის დროზე გაღვიძებას და დაძინებას, დილისთვის განკუთვნილი რაციონი მიირთვას და ეს რაციონი დააბალანსოს.


მშობელმა ძილისწინა პერიოდიც უნდა გაითვალისწინოს, ბავშვმა წყნარ და მშვიდ ვითარებაში უნდა დაიძინოს, რადგან დარეგულირდეს ძილის პროცესი. ამ ყველაფრის ჩამოყალიბება კი პატარაობიდანვე უნდა მოხდეს, რათა შემდგომ არ იყოს ნერვული გართულებები. რეჟიმის დარღვევამ შესაძლოა, მოგვცეს ქცევის დარღვევა და სხვადასხვა ნევროლოგიური ჩივილი. ასევე, როდესაც ადამიანი მიდრეკილია თავის ტკივილებისკენ, დარღვეული ძილის და კვების რეჟიმის პირობებში, მას ტკივილები მეტად უხშირდება და შესაძლოა, რამდენიმე დღეც გაგრძელდეს ასე. ამიტომ, რეჟიმის მოწესრიგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მშობელი თავიდანვე, ადრეულ ასაკშივე უნდა შეეცადოს, ჩამოუყალიბოს ბავშვს დღის რუტინა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი