logo_geo
ასტროლოგი მარსის კირჩხიბში გადასვლის შესახებ
- +

26 აპრილი. 2021. 01:10

 

 

23 აპრილიდან 11 ივნისამდე მარსი კირჩხიბის ზოდიაქოში იმოძრავებს. ამის შესახებ ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნული მდებარეობის შესახებ წერს:

 

“მარსის კირჩხიბში გადასვლის შესახებ. დღეს, 23 აპრილს მარსი კირჩხიბის ზოდიაქოში გადავიდა და იქ 11 ივნისამდე იმოძრავებს.

ასტროლოგიური თვალსაზრისით, მარსი კირჩხიბში დაცემულ პოზიციაშია (ძველქართულ ასტროლოგიაში „დაცემას“ ეწოდებოდა „დაშლა“, ანუ პლანეტის ენერგია იშლება და კონცენტრაციას კარგავს).

 

მარსის ამ ინგრესიის დროს ენერგიულობა და ბევრი ადამიანი უფრო მეტად პასიური გახდება, რაც ცხადია ნეგატიურად აისახება მიზანსწრაფვაზე.

 

ამა თუ იმ საქმის კეთებაზე უდიდეს როლს ითამაშებს ემოცია, ემოციური რეაქციები. აქედან გამომდინარე ნეგატიური ემოციური ფონი პირდაპირ აისახება ადამიანების პროდუქტიულობაზე. აქედან გამომდინარე, კონტროლს ითხოვს ემოცია და ისეთ პროექტები, რომლებიც დაძაბულ რეჟიმში და მაღალ კონკურენტუნარიან გარემოში ვითარდება, ნაკლებ ემოციას და უფრო მეტ პრაგმატულობას ითხოვს.

 

მარსის ეს ინგრესია ცხადია უპირველესად მნიშვნელოვანი იქნება კირჩხიბებისთვის – მარსი „გადაივლის“ ნატალურ მზეზე. ეს კი გააქტიურებს კირჩხიბებს და შესაძლებლობა გაუჩნდებათ ძველი პრობლემები და გადადებული საქმეები აქტიურობის და გაბედულების ხარჯზე მოაგვარონ.

 

მეორე რიგში მნიშვნელოვანი იქნება თხის რქებისთვის, რადგან მარსი დაუპირისპირდება თხის რქებს და მათში მოიმატებს როგორც დინამიკა და მიზანსწრაფვა, ისე აგრესია. გაიზრდება ტრავმების ალბათობა. ამიტომ მათ ამ პერიოდში კამათისგან, დაპირისპირებისგან და სარისკო მოქმედებებისგან შეძლებისდაგვარად თავი უნდა შეიკავონ.

 

ეს პერიოდი სასიკეთო იქნება მორიელებისთვის და თევზებისთვის. მათ გარკვეული პერსპექტივები გაუჩნდებათ და მოტივაციაც მოემატებათ, რაც გაზრდის წარმატების მიღწევის ალბათობას.

 

კუროებისთვის და ქალწულებისთვის ეს პერიოდი იქნება გარკვეული შესაძლებლობა, რომ წინ წასწიონ უკვე დაწყებული პროექტები, განვითარების ახალ დონეზე ავიდნენ და დაალაგონ და დაამშვიდონ საკუთარი ემოციური თუ მენტალური სისტემა.

 

შედარებით ნეიტრალური იქნება ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის და მერწყულებისთვის. ამ ნიშნებიდან ინდივიდუალურ დონეზე ამ პერიოდს სასიკეთოდ მხოლოდ ის ადამიანები გამოიყენებენ, რომლებსაც პირად ჰოროსკოპში „დატვირთული“ აქვთ კირჩხიბის ზოდიაქო.

 

ყველაზე რთული იქნება  ვერძებისთვის და სასწორებისთვის, რადგან მარსი ამ ნიშნებთან კვადრატულ ასპექტებს შექმნის. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები თავს შედარებით უენერგიოდ იგრძნობენ, ამიტომ მათ საკუთარი დრო და ენერგია სწორად უნდა გადაანაწილონ და საკუთარი რესურსები პრიორიტეტული საკითხებისკენ მიმართონ. ეს ნიშნები (თხის რქის მსგავსად) უნდა მოერიდონ დაძაბული ურთიერთობების ამ პერიოდში გარკვევას და ვინმესთვის პასუხის მოთხოვნას, რადგან მოსალოდნელია ამან კონფლიქტური სიტუაცია შექმნას.”-წერს რამაზ გიგაური.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი