logo_geo
„ელიფი“ - ვინ არის გოგონა, რომელმაც ქართველი მაყურებელი მონუსხა - პატარა მსახიობის გულის ამაჩუყებელი ისტორია
- +

20 აპრილი. 2017. 11:51



„ელიფი" კიდევ ერთი თურქული სერიალია, რომელმაც მალევე მონუსხა ქართველი მაყურებელი.


სერიალი პატარა გოგონას, ელიფის ისტორიას მოგვითხრობს. მისი პრემიერა 2014 წელს შედგა და გადაღება დღემდე მიმდინარეობს. ასე რომ, ჯერჯერობით არავინ იცის, რა ბედი ელის გოგონას.


ელიფის როლს ულამაზესი ქერა გოგონა, იზაბელა დამრა გუვენილირი ასრულებს.


გოგონა 2009 წლის 18 იანვარს ნიუ-იორკში დაიბადა. სერიალის ერთ-ერთმა პროდიუსერმა ის სრულიად შემთხვევით სტამბოლის ქუჩაში აღმოაჩინა. იმ დროს იზაბელა მშობლებთან ერთად თურქეთს სტუმრობდა. გოგონა მალევე დაამტკიცეს მთავარ როლზე. ამჯამად ის სერიალის გამო სტამბოლში ცხოვრობს და სკოლაშიც, რა თქმა უნდა, სტამბოლში შევიდა.


სერიალმა ყველა რეკორდი მოხსნა არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. „ელიფი" სუპერპოპულარულია ინდონეზიაში, ბოსნიაში, სერბეთში, ესტონეთში, კოლუმბიასა და პერუში.


გთავაზობთ პატარა მსახიობის ფოტოებს:


Description: http://www.etanews.ge/gallery/679elif1.jpg

 

 

Description: http://www.etanews.ge/gallery/680elif2.jpg

 

 

Description: http://www.etanews.ge/gallery/681elif3.jpg

 

 

Description: http://www.etanews.ge/gallery/682elif4.jpg

 

 

Description: http://www.etanews.ge/gallery/683elif5.jpg

 

 

Description: http://www.etanews.ge/gallery/684elif6.jpg



წყარო - etanews.ge

 

 

 

 

big_banner
არქივი