logo_geo
ჯონ კენედის მკვლელობა - უცნობი ფაქტები იდუმალებით მოცული ისტორიიდან
- +

27 ნოემბერი. 2016. 13:59

 

 

ამერიკის 35-ე პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობა 1963 წლის 22 ნოემბერს დალასში, დილი-პლაზაზე, თანამედროვეობის ერთ-ერთი იდუმალებით მოცული ისტორიაა. მართალია, ლი ჰარვი ოსვალდი დანაშაულის ჩადენიდან 90 წუთში დააპატიმრეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, კენედის მკვლელობა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთია ყველაზე ძნელად გასახსნელ საქმეთაგან.



გთავაზობთ ხუთ უცნობ ფაქტს კენედის მკვლელობასთან დაკავშირებით:


1) ლი ჰარვი ოსვალდი არ დაუპატიმრებიათ კენედის მკვლელობისთვის. ის სინამდვილეში დაიჭირეს პოლიციის ოფიცრისთვის განხორციელებული გასროლისთვის, კენედის მკვლელობიდან 45 წუთის შემდეგ. მისი ციხეში გადაყვანის დროს კი მას ღამის კლუბის ოპერატორმა ჯეკ რუბიმ ესროლა და მოკლა.


2) 1963 წელს ფედერალური დანაშაული არ ყოფილა პრეზიდენტის მკვლელობა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის სამი პრეზიდენტი: აბრაამ ლინკოლნი, ჯეიმს გარფილდი და ვილიამ მაკინლი მოკლეს, 1965 წლამდე ამერიკის პრეზიდენტის მკვლელობა ან მკვლელობის მცდელობა არ იყო ფედერალური დანაშაული.


3) ტელევიზიები 4 დღის განმავლობაში არ აშუქებდნენ მკვლელობას. CBC-ს, NBC -ს და ABC-ს 4 დღის განმავლობაში შეწყვიტილი ჰქონდათ ახალი ამბების გაშუქება, რათა გადაეფარათ მკვლელობა.


ეს იყო ყველაზე დიდ ხანს შეწყვეტილი ახალი ამბების გაშუქება, სანამ 2001 წლის 11 სექტემბერს არ მოხდა თავდასხმა ტყუპებზე.


4) პირველად და უკანასკნელად ქალი უძღვებოდა ფიცის დადებას. მკვლელობიდან რამდენიმე საათის შემდეგ ვიცე პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა ფიცი დადო ქვეყნის წინაშე ჟაკლინ კენედისთან ერთად.


5) ოსვალდმა მანამდე კენედის მტრის მკვლელობა სცადა. რვა თვით ადრე, სანამ ოსვალდი მოკლავდა კენედის, იგი ცდილობდა მოეკლა ცნობილი ანტიკომუნისტი, ამერიკის  არმიის ყოფილი  გენერალი ედვინ ვოლკერი. მას შემდეგ, რაც ის წავიდა ამერიკის არმიიდან 1961 წელს, ვოლკერი გახდა ცნობილი კრიტიკოსი კენედის ადმინისტრაციის და აქტიურად ეწინააღმდეგებოდა მის ნაბიჯებს, კერძოდ რასობრივ ინტეგრაციას სკოლებში.










 

big_banner
არქივი