logo_geo
Rick And Morty- ს ფანმა მაკდონალდსის სიჩუან სოუსში eBay- ზე $14 ათასი გადაიხადა
- +

21 აპრილი. 2017. 21:34



ვინც Rick and Morty-ს  უყურებთ, არც პირველ აპრილს მოულოდნელად გამოსულ სერიასაც გამოტოვებდით.


მესამე სეზონის პირველ სერიაში, რომელშიც, შეიძლება ითქვას, რომ სამყარო კიდევ უფრო თავდაყირა დადგა, რიკი რამდენჯერმე ახსენებს მაკდონალდსის მიერ შექმნილ სიჩუან სოუსს, რომელიც დისნეის ანიმაციური ფილმის, მულანის, პრომო-კამპანიის დროს შეიქმნა და შემდეგ ქსელიდან ამოიღეს.


ეპიზოდის ნახვის შემდეგ რიკისა და მორტის ფანები, რომლებსაც სოუსის კიდევ ერთხელ ან პირველად გასინჯვა უნდათ, დაჟინებით ითხოვენ სოუსის აღდგენას. ამ მოთხოვნით Change.org-ზე პეტიციაც შეიქმნა, რომელსაც ამჟამად 33 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.


ცხადია, ამ პირობებში გამოჩნდნენ გადამყიდველებიც, რომლებსაც, რამდენად საოცარიც არ უნდა იყოს, აღნიშნული სოუსი შენახული ჰქონდათ. ერთ-ერთი აუქციონი eBay-ზე იქამდეც კი მივიდა, რომ სოუსში $14 700 გადაიხადეს.

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი