logo_geo
„მშვიდობა ღიმილით იწყება...“ - დედა ტერეზას ცხოვრებისეული გამონათქვამები
- +

24 აპრილი. 2017. 01:18



გთავაზობთ დედა ტერეზას ცხოვრებისეულ გამონათქვამებს:


1. ზუსტად არ ვიცი როგორი იქნება სამოთხე, თუმცა ვიცი ის, რომ როდესაც იმქვეყნად წავალთ და ჩვენი განსჯის დრო დადგება ღმერთი არ გვკითხავს, თუ რამდენი კარგი საქმე გავაკეთეთ ამქვეყნად. იგი გვკითხავს, თუ რამდენი სიყვარული ჩავაქსოვეთ იმაში, რასაც ვაკეთებდით...


2. მშვიდობა ღიმილით იწყება...


3. სამწუხაროდ  ხშირად გვავიწყდება, რომ პატიება შურისძიებაზე ბევრად უფრო ძლიერია. ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას. დიახ,ეს ჩვენს ბუნებაშია... მაგრამ ის რასაც ჩვენ განრისხების დროს ჩავდივართ, სამუდამოდ ტოვებს კვალს ჩვენში... შეჩერდი და დაფიქრდი... იფიქრე, ვიდრე რამეს გააკეთებდე... იყავი მომთმენი... აპატიე და დაივიწყე... გიყვარდეს ერთი და ყველა... თუ ადამიანების განსჯაში ფლანგავ დროს, ხშირად დროც აღარ გჩება გიყვარდეს ისინი...


4. სადაც არ უნდა წახვიდე, ეცადე სიყვარული მიიტანო... აჩუქე სიყვარული შენს ბავშვებს, მეუღლესა და ახლო მეზობელს... არავის მისცე ნება ისე დაგშორდეს , რომ უფრო კარგად და ბედნიერად არ გრძნობდეს თავს... იყავი ღვთის სიკეთის ცოცხალი გამოხატულება: სიკეთე შენს სახეზე, სიკეთე შენს თვალებში, სიკეთე შენს ღიმილში...


5. როდესაც გულწრფელად უღიმი ვინმეს, ეს წრფელი სიყვარულის გამოხატულება და საჩუქარია...


6. ყველაზე საშინელი სიღარიბე მარტოობაა და გრძნობა იმისა, რომ არავის უყვარხარ..


7. მეფური ნაბიჯია წამოაყენო დაცემული...


8. კეთილი სიტყვები შეიძლება მოკლეც იყოს და ადვილად სათქმელიც, მაგრამ მათი ექო საუკუნეებს უძლებს..


9. ხშირად ვფიქრობთ, რომ რასაც ვაკეთებთ ზღვაში წვეთია, თუმცა ამავდროულად გვავიწყდება იმაზე ფიქრი, რომ ზღვა ერთი წვეთით ნაკლები იქნებოდა ჩვენ ამასაც, რომ არ ვაკეთებდეთ..








 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი