logo_geo
წერილი ერეკლე მეორის სტამბის შესახებ
- +

24 აპრილი. 2017. 22:54



მუშრიბ დავით ყორღანაშვილს თავად ციციანოვისთვის 1803 წლის 12 აპრილს წერილი მიუწერია:


„მეფემ ირაკლიმ ტფილისში სტამბის კარგათ გამართვა და მუშაობა რომ მოინდომა, თეთრი და კაცი გაგზავნა და სტანბოლიდამ სტამბის ოსტატი მოაყვანინა. ზოგი იარაღი და ნივთები თან მოიტანა და ფასი მეფეს გამოართვა. რაც იარაღები და ან ნივთები უნდოდა და ან სახლები, ფიცრები, ტყავი თუ ქაღალდი, მეფემ თავის ხარჯით გაუკეთებინა. ამას გარდა, ზოგიერთი სტამბის იარაღი ძველთას მეფის ვახტანგის დროსი და ზოგი კიდევ მეფის თეიმურაზის და მეფის ირაკლის დროს პირველ წელიწადებში ნამუშავრებისა იყო დარჩომილი, ისინიც მოვიტანეთ და იმხანად სტამბას მართვა დაუწყევით..."

 

თბილისში ერეკლე II-ს სტამბა 1749 წელს დაარსდა და 1802 წლამდე იარსება. 1784 წლიდან სტამბას სათავეში ერეკლე II-ს კარის მოძღვარი, მარტყოფელი მღვდელი ქრისტეფორე კეჟერაშვილი ჩაუდგა. 1781-82 წლებში მოხდა სტამბის რეკონსტრუქცია.



წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი


 

big_banner
არქივი