logo_geo
როგორ დავუმალოთ Facebook ისტორიები არასასურველ ადამიანებს
- +

25 აპრილი. 2017. 21:11



Stories - სოციალური ქსელების ახალი და გლობალური ფუნქციაა, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ. თავდაპირველად ამ ფუნქციით Snap Chat აღიჭურვა, თუმცა ძალიან მალე მას Facebook-მა, Instagram-მა და WhatsApp-მაც მიბაძეს. დღეს, როდესაც ამ აპლიკაციებიდან რომელიმეს ვხსნით, ხშირ შემთხვევაში, პირველ რიგში მეგობრების ისტორიებს ვამოწმებთ, რომელიც ყოველ 24 საათში ქრება.


ამ სახალისო და საინტერესო ფუნქციას ერთი დიდი ნაკლიც აქვს. სამწუხაროდ, მისმა შემქმნელებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ შესაძლოა ვინმეს არ სურდეს, რომ მისი ისტორია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. მაშინაც კი, როდესაც თქვენი ინფორმაციის გაზიარების პარამეტრებს Only Me-ზე აყენებთ, ისტორიები მაინც ყველასთვის ხელმისაწვდომია.


რა შეიძლება ვიღონოთ?


არსებობს რამდენიმე გზა, რომელიც თქვენი ისტორიების გაზიარებისას საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ მეგობრების ის წრე, ვისთვისაც ფოტოს/ვიდეოს ჩვენება გსურთ.


Direct Stories

მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ გადაღებული სასაცილო ვიდეო ან ფოტო, რომელიც გსურთ, რომ მეგობრებმა იხილონ, მაშინ მისი გაზიარება სხვა გზით შეგიძლიათ. გახსენით მესენჯერი და მარცხენა მაღალ კუთხეში, სადაც თქვენი მეგობრების ისტორიები ჩანს, დააჭირეთ Direct-ს. თქვენი ტელეფონი ფოტოს ან ვიდეოს გადაღების რეჟიმში გადავა. თუ არ გსურთ, რომ ახალი ფოტო ან ვიდეო გადაიღოთ, მაშინ მარჯვენა ქვედა კუთხეში გახსენით ალბომი, მონიშნეთ სასურველი ფოტო/ვიდეო და დააჭირეთ გაგზავნას. შემდეგ ამოხტება ფოტოზე ნაჩვენები ფანჯარა, სადაც მონიშნავთ სასურველ ადამიანებს და მათ პირადად გაუგზავნით თქვენს ისტორიას.

 

 

 


 

Share with... ანუ ტრადიციული "დაშეარება"

არსებობს უფრო ტრადიციული მეთოდიც, რომელსაც თავისი მინუსები აქვს. მიუხედავად ამისა, თუ თქვენი მიზანია, რომ ფოტო/ვიდეო მხოლოდ ვიწრო აუდიტორიამ ნახოს, მაშინ ეს მეთოდიც გამოგადგებათ.


თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ფოტო ან ვიდეო პირდაპირ კედელზე ატვირთოთ და სამიზნე აუდიტორიაც ზუსტად განსაზღვროთ. ამისათვის უბრალოდ ირჩევთ სასურველ კონტენტს, რომელსაც ტვირთავთ კედელზე და რამდენიმე შესაძლო ვარიანტიდან უთითებთ ერთს.


მაგ: თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენ მიერ ატვირთული ფოტო ან ვიდეო მხოლოდ თქვენმა მეგობრებმა ნახონ, Status Bar-ის (ანუ საიდანაც ჩვეულებრივ ტვირთავთ) მეშვეობით გადადიხართ ალბომში, ირჩევთ სასურველ მასალას და დაპოსტვამდე უთითებთ აუდიტორიას. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ გაზიარების შემდეგი ფუნქციები - Public, Friends, Friends Except და ა.შ.



თუ თქვენი სურვილია, რომ ფოტო ან ვიდეო ყველა მეგობრებს გაუზიაროთ და მხოლოდ რამდენიმეს დაუმალოთ, მაშინ უნდა აირჩიოთ Friends Except და მონიშნოთ ის მეგობრები, ვისგანაც დამალვა გსურთ...


როგორც უკვე ვთქვით, ამ მეთოდს თავისი მინუსიც აქვს. კერძოდ, ისტორიებისგან განსხვავებით, კედელზე ატვირთული მასალა რჩება იქამდე, ვიდრე მას თვითონ არ წაშლით.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი